კოლაფსი (მედიცინა)

(გადამისამართდა გვერდიდან კოლაფსი)

კოლაფსი (ლათ. Collapsus) — გულის მუშაობის დროებით, უეცრად წარმოშობილი სისუსტე და სისხლძაღვთა ტონუსის დაცემა, რასაც თან ახლავს არტერიული წნევისა და ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება.

ტრავმა უხვი სისხლდენით და ძლიერი გამაღიზიანებელი ტკივილებით, ზოგჯერ მწვავე ინტოქსიკაცია, შეშინება, გადაღლილობა.

უეცარი ზოგადი სისუსტე, პულსი ხშირი, სუსტი და ძაფისებური, სუნთქვა იშვიათი, ზედაპირული, ლორწოვანი გარსები მკრთალი-ციანოზური, ზოგადი ტემპერატურა და გარეგან გაღიზიანებაზე რეაქცია დაქვეითებული, კუნთები მოდუნებულია, კიდურები ცივია.

უპირველეს ყოვლისა აცილებენ მიზეზს, გულის ფუნქციას აწესრიგებენ, სისხლდენას აჩერებენ, ატარებენ სისხლის გადასხმას, კანქვეს შეჰყავთ კოფეინი, ქაფურის ზეთი (ან ვენაში ქაფურის შრატი). ინტოქსიკაციის დროს-უროტროპინის 40%-იანი ხსნარი კოფეინთან ერთად, სხეულის დაზელა, გათბობა და თბილად შეხვევა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ზოგადი ვეტერინარული ქირურგია“ — ვლადიმერ თვალიაშვილი, თბილისი — 2006 წელი.