კოკომჟავა (ლათ. Rumex acetosella) — მრავალწლოვანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა.

კოკომჟავა
კოკომჟავა
კოკომჟავა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rumex acetosella

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყისა და ველის ზონაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება სუბალპური სარტყლამდე, უმთავრესად ნატყევარ მდელოებზე, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. სარეველად იზრდება ნათესებსა და ბოსტნებში. არჩევს მჟავე ნიადაგს.

ფოთლები შეიცავს მჟაუნმჟავა კალიუმს. ერთი მცენარე 1000-მდე თესლს იძლევა, რომელიც 40 წლამდე ინარჩუნებს აღმოცენების უნარს.

ლიტერატურა

რედაქტირება