კოკოთახოების ეკლესია

კოკოთახოების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანში, სოფლის დასავლეთით 3 კილომეტრზე, ადგილ კოკოთახოებში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი. დანარჩენი კედლები მცირე სიმაღლეზეღა დგანან. არაწესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე გაჭრილია გარეთკენ შევიწროვებული სწორკუთხა სარკმელი, რომლის მარჯვენა მხარეს ოთხკუთხა ნიშია.

ლიტერატურა რედაქტირება