კოზმანის სალოცავი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კოზმანის სალოცავი — საკულტო ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში. ითვლება ბარბაქაძეების საგვარეულო სალოცავად.

შენობა გეგმით სწორკუთხაა (4x3 მეტრი), უაფსიდო. ნაგებია მსხვილი, დაკუთხული ქვითა და თიხით.

შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი ხის ძელებითაა გადახურული. აღმოსავლეთ კედლის შუაში ბრტყელი რიყის ქვით თარაზულად გადახურული სარკმელია.

ნაგებობის ორკალთიანი კრამიტის სახურავი ხის კოჭებზეა გამართული.

ლიტერატურა

რედაქტირება