კობა წურწუმია
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
კობა წურწუმია (დ. 26 ივლისი, 1971, ხობი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი.
1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით, 1996 წელს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1996 წლიდან ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. არის 40–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 5 სახელმძღვანელოს ავტორი.
სადისერტაციო თემა — „ნიკოლოზ ბარათაშვილი და ქართული მწერლობის ტრადიციები“, დაიცვა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში 2002 წელს.