კობა იმედაშვილი
კობა იოსების ძე იმედაშვილი (დ. 18 აპრილი, 1935, თბილისი — გ. 3 დეკემბერი, 2022) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობა 1950 წელს გამოაქვეყნა, პირველი კრიტიკული წერილი — 1955 წელს, პირველი მონოგრაფია „ადამიანი და დრო“ – 1967 წელს. ავტორია წიგნებისა „ჩიორა“ (1969), „ოცდაათი წლის შემდეგ“ (1977), „კონსტანტინე ლორთქიფანიძის პროზა“ (რუსულ ენაზე, 1979), ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა XX საუკუნის ქართული ლიტერატურის საკითხებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 112.