კობა ამირხანაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამირხანაშვილი.

კობა ამირხანაშვილი (დ. 5 აგვისტო, 1954, მცხეთა, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი და ფიზიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს IV და V მოწვევის პარლამენტის წევრი.

კობა ამირხანაშვილი
დაიბადა5 აგვისტო, 1954 (1954-08-05) (70 წლის)
მცხეთა, საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქმიანობა პოლიტიკოსი, ინჟინერ-ფიზიკოსი
შვილები 2

1976 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი, ხოლო მოსკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს, დოქტორანტურა 1994 წელს.

1976-1978 წლებში იყო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი, 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ლაბორატორიის გამგეა. არის, საქართველოში კომპიუტერული ქიმიის დამაარსებელი და 1978 წლიდან ამავე სახელწოდების ლაბორატორიის გამგე. 2006 წლიდან მეცნიერ-კონსულტანტი. 1985 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ფიზიკური ქიმიისა და სპეცკურსებს მაგისტრანტებისათვის უმაღლეს სასწავლებლებში. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1999-2004 წლებში სკანდინავიის ქვეყნებში იყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი. 2015 წლიდან საქართველოს პარლამენტართა პალატის დამაარსებელი და მისი თავმჯდომარეა.

1998 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. საქართველოში ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციის „დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის“ (2020 წლიდან „საქართველოს დიაბეტის ფონდის“) დამაარსებელი და მისი პრეზიდენტი. კობა ამირხანაშვილი არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და წიგნების ავტორი. 2001 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ჰყავს მეუღლე და შვილები — გიორგი, ნიკოლოზი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 15, თბ., 1998-1999.
  • საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 წწ., გვ. 65, თბ., 2015, ISBN 978-9941-0-8142-2.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება