კლიფორდ „კლიფ“ უილიამსი (ინგლ. Cliff Williams; დ. 14 დეკემბერი, 1949) — ინგლისელი მუსიკოსი, ფართოდ ცნობილი, როგორც ავსტრალიური ჰარდ-როკ ჯგუფის, AC/DC-ის, ბას-გიტარისტი და ბექვოკალი. მისი პროფესიონალური მუსიკალური კარიერა დაიწყო 1967 წელს და AC/DC-მდე უკრავდა ბრიტანულ ჯგუფებში Home და Bandit. AC/DC-ში მან ავსტრალიელი მარკ ევანზი ჩაანაცვლა და მისი პირველი სტუდიური ალბომი AC/DC-სთან ერთად იყო Powerage, რომელიც 1973 წელს გამოვიდა. 2003 წელს ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად უილიამსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მან AC/DC-დან წასვლის შესახებ 2016 წელს განაცხადა, თუმცა ფილ რადთან და ბრაიან ჯონსონთან ერთად ჯგუფს მაინც დაუბრუნდა 2020 წლის ახალი ალბომის ჩასაწერად — Power Up.

კლიფ უილიამსი

უილიამსი 1982 წლის AC/DC-ის კონცერტზე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 დეკემბერი, 1949 (1949-12-14) (75 წლის)
დაბ. ადგილი რომფორდი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
ჟანრ(ებ)ი ჰარდ-როკი
მძიმე მეტალი
ბლუზ-როკი
როკ-ენ-როლი
პროგრესული როკი
საქმიანობა მუსიკოსი
მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა
ვოკალი
აქტიური 1966–2016, 2018–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Columbia
საიტი acdc.com
კლიფ უილიამსი ვიკისაწყობში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება