კლინიკური ნეიროფსიქოლოგია

კლინიკური ნეიროფსიქოლოგიაფსიქოლოგიის ქვე-დარგი, რომელიც უკავშირდება ტვინის ქცევითი ურთიერთობების გამოყენებით მეცნიერებას. კლინიკური ნეიროფსიქოლოგები იყენებენ ამ ცოდნას ნევროლოგიური, სამედიცინო, ნეიროგანვითარებადი და ფსიქიატრიული მდგომარეობის, ასევე სხვა კოგნიტური ან შესწავლითი დარღვევის მქონე პაციენტების შეფასების, დიაგნოზის დასმის, მკურნალობისა და/ან რეაბილიტაციისათვის. ნეიროფსიქოლოგიის განხრას, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებთან არის დაკავშირებული, პედიატრიული ნეიროფსიქოლოგია ეწოდება.

შეფასება, პირველ რიგში, ნეიროფსიქოლოგიური ტესტების გზით ხდება, თუმცა ის ასევე მოიცავს პაციენტის ისტორიას, ხარისხობრივ დაკვირვებას, შესაძლოა დაეყრდნოს ნეიროვიზუალური გამოსახვის მეთოდებს ან სხვა სამედიცინო დიაგნოსტიკურ პროცედურებს. კლინიკური ნეიროფსიქოლოგია საჭიროებს: ნეიროანატომიის, ნეირობიოლოგიის, ფსიქოფარმაკოლოგიისა და ნევროლოგიის ღრმა ცოდნას.

ისტორია რედაქტირება

1800-იანი წლების ბოლოს ევროპელმა ექიმებმა ტვინის ქცევითი ურთიერთობები განმარტეს. ისინი აკვირდებოდნენ და ადგენდნენ ქცევით სინდრომებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ტვინის ფოკალურ დისფუნქციასთან.

შეფასება რედაქტირება

მიურიელ ლეზაკი თავს უყრის ექვს ძირითად მიზეზს, რომელთა საფუძველზეც ნეიროფსიქოლოგიური შეფასებები ხორციელდება: დიაგნოსტიკა, პაციენტის მოვლა და მისი დაგეგმვა, მკურნალობის დაგეგმვა, მკურნალობის შეფასება, გამოკვლევა და სასამართლო ნეიროფსიქოლოგია. ამომწურავი შეფასების ჩატარებას, როგორც წესი, რამდენიმე საათი მიაქვს და შესაძლოა ერთზე მეტი პროცედურაც დასჭირდეს. სქრინინგის ბატარეის გამოყენების დროსაც, რომელიც რამდენიმე კოგნიტურ არეს ფარავს, შესაძლოა 1.5 – 2 საათი დასჭირდეს. შეფასების დასაწყისში, მნიშვნელოვანია კარგი კავშირი დამყარდეს პაციენტთან. ასევე, შემოწმდეს, რომ მათ საფუძვლიანად ესმით შეფასების ბუნება და მიზნები.

ნეიროფსიქოლოგიური შეფასება შეიძლება ჩატარდეს ორი ძირითადი პერსპექტივით, რომელიც დამოკიდებულია შეფასების მიზანზე. ეს მეთოდები შეიძლება იყოს ნორმატიული ან ინდივიდუალური. ნორმატიული შეფასება მოიცავს პაციენტის შედეგის შედარებას წარმომადგენელ მოსახლეობასთან. ეს მეთოდი შეიძლება იყოს შესაბამისი ზრდასრულთა ტვინის შეტევითი ინსულტის გამოსაკვლევად, როგორიცაა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება ან ინსულტი. ინდივიდუალური შეფასება შეიძლება შეიცავდეს სერიულ შეფასებებს, რათა დადგინდეს, ნორმალური დაბერების დროს მოსალოდნელი გაუარესების გარდა თუ შეიძლება, რომ თავი იჩინოს სხვამ, მაგალითად დემენციასთან ან სხვა ნეიროდეგენერაციულ მდგომარეობასთან დაკავშირებულმა გაუარესებებმა. შეფასება შეიძლება კიდევ დაიყოს ქვე-სექტორებად:

ისტორიის შედგენა რედაქტირება

ნეიროფსიქოლოგიური შეფასება ძირითადად იწყება კლინიკური ინტერვიუთი იმ მიზნით, რომ შეგროვდეს ისტორია, რომელიც რელევანტური იქნება ნებისმიერი შემდგომი ნეიროფსიქოლოგიური ტესტის ინტერპრეტაციისთვის. დამატებით, ეს ინტერვიუ იძლევა ხარისხობრივ ინფორმაციას პაციენტის შესაძლებლობაზე იმოქმედოს სოციალურად მისაღები (შესაფერისი) მანერებით, დაგეგმოს და ეფექტიანად მიაწოდოს ინფორმაცია, ასევე უზრუნველყოფს პაციენტის ხასიათის, წარმოდგენებისა და მოტივაციის მითითებებს. მხოლოდ პაციენტის ისტორიის კონტექსტში შეიძლება მათი ტესტირებისგან მიღებული ინფორმაციის სწორი ინტერპრეტაცია და, შესაბამისად, დიაგნოზის დასმა. კლინიკური ინტერვიუ უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში, სადაც ყურადღების გადატანა არ იქნება შესაძლებელი. ისტორიის მნიშვნელოვანი ელემენტები მოიცავს დემოგრაფიულ ინფორმაციას, წარმოდგენილი პრობლემის აღწერას, სამედიცინო ისტორიას (ბავშვობის ან განვითარების პრობლემების, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ისტორიიის ჩათვლით), საგანმანათლებლო და საქმიანობის ისტორიას (და არსებობის შემთხვევაში სამართლებრივ და სამხედრო ისტორიას).

ნეიროფსიქოლოგიური ტესტების შერჩევა რედაქტირება

ხშირია, როდესაც პაციენტები ნერვიულობენ ტესტირების გამო; იმის ახსნა, რომ ეს ტესტები უნივერსალურად არის შედგენილი, რათა ყველა იყოს გათვალისწინებული და რომ ყველა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის მოლოდინი არავისგან აქვთ, შესაძლოა დაეხმაროს მათ დამშვიდებაში. ნებისმიერი ნეიროფსიქოლოგიური შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია ყველა ძირითადი კოგნიტური ფუნქციების დაფარვა საბაზო დონეზე. ამის მისაღწევად ყველაზე ეფექტიანი გზა არის ერთნაირი ტიპის ტესტების ჯგუფი, რომელიც მოიცავს: ყურადღებას, ვიზუალურ აღქმასა და გააზრებას, სწავლებასა და მეხსიერებას, ვერბალურ ფუნქციებს, კონსტრუქციას, კონცეფციის ფორმირებას, აღმასრულებელ ფუნქციებს, მოტორულ შესაძლებლობებსა და ემოციურ სტატუსს. ამ ძირითადი ჯგუფის მიღმა, ნეიროფსიქოლოგიური ტესტის ჩატარების არჩევა ძირითადად ეყრდნობა იმას, თუ რომელი კოგნიტური ფუნქცია საჭიროებს შეფასებას იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას შეფასების მიზნები. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ბევრმა კლინიკურმა ფსიქილოგმა არჩია ონლაინ და iPad-ზე დაფუძნებული ტესტირების სერვისის გამოყენება, როგორიცაა Pearson Assessment-ის Q-interactive და PAR-ის iConnect.

ანგარიშის შედგენა რედაქტირება

ნეიროფსიქოლოგიური შეფასების შემდგომ მნიშვნელოვანია შეფასებაზე დაფუძნებული სრულყოფილი ანგარიშის შედგენა. ის იქმნება სხვა ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისა და მათი ოჯახისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანია ჟარგონის თავიდან აცილება ან ისეთი ენის გამოყენება, რომელსაც აქვს სხვადასხვა კლინიკური თუ პროფესიული მნიშვნელობა (მაგ: გონებრივად ჩამორჩენილი, კლინიკური ცნება 70-ზე დაბალი IQ-ს მქონე, მაგრამ არაპროფესიონალურ ენაში შურაცხმყოფელად აღიქმება). ანგარიში უნდა მოიცავდეს რეფერალურ, რელევანტურ ისტორიას, შეფასების მიზეზს, ნეიროფსიქოლოგების დაკვირვებას პაციენტის ქცევაზე, ჩატარებულ ტესტსა და კოგნიტური არეს ტესტირების შედეგებს, ნებისმიერ დამატებით აღმოჩენას (მაგ. ხასიათისათვის კითხვარებს), ბოლოს კი დასრულდეს შეჯამებითა და რეკომენდაციებით. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანია კომენტარის გაკეთება იმ რეფერალურ კითხვებზე, რომლებზეც შედეგების პროფილი მიუთითებს. რეკომენდაციების ნაწილი შეიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პაციენტისა და ოჯახის დახმარებისთვის ან პაციენტის მდგომარეობის მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვის.

სხვადასხვა ქვეყნების საგანმანათლებლო მოთხოვნები რედაქტირება

კლინიკურ ნეიროფსიქოლოგად ჩამოყალიბებისთვის საჭირო საგანმანათლებლო მოთხოვნები ქვეყნებს შორის განსხვავდება. ზოგ ქვეყანაში შესაძლოა საჭირო იყოს კლინიკური ფსიქოლოგიის ხარისხის აღება კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის შემდგომი კვლევების სპეციალობისათვის. ზოგიერთ ქვეყნებში ფსიქოლოგიისოთხწლიანი სწავლის შემდეგ სტუდენტებს ნეიროფსიქოლოგიის კურსების გავლის საშუალება აქვთ. ყველა კლინიკურ ნეიროფსიქოლოგს უნდა ჰქონდეს ასპირანტის ხარისხი, იქნება ეს მაგისტრი თუ დოქტორი (Ph. D, Psy. D ან D. Psych).

ავსტრალია რედაქტირება

ავსტრალიაში კლინიკური ნეიროფსიქოლოგის პროფესია საჭიროებს: ავსტრალიური ფსიქოლოგიის აკრედიტების საბჭოს (APAC) მიერ აღიარებული სამწლიანი სწავლის შემდეგ მოპოვებულ ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხს (undergraduate degree); დამატებით ერთწლიან ფსიქოლოგიის ბაკალავრის დამატებით პროგრამას “Honours”; ამის შემდეგ ორწლიან სამაგისტრო ან სამწლიან დოქტორანტურის (D. Psych) პროგრამას კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში. ეს კურსები მოიცავს საკურსო დავალებებს (ლექციებს, შეხვედრებს ხელმძღვანელთან, პრაქტიკებს და ა.შ.), დაკვირვების ხასიათის მქონე პრაქტიკაზე განთავსებასა და კვლევითი ნაშრომის შესრულებას. სამაგისტრო და სადოქტორო კურსები შეიცავს იმავე რაოდენობის საკურსო დავალებებს, მაგრამ განსხვავდება პრაქტიკების რაოდენობითა და საკვლევი თემის მოცულობით. სამაგისტრო კურსები მოითხოვს მინიმუმ 1000 საათს (125 დღე), ხოლო სადოქტორო - 15000 საათს (200 დღე). აუცილებელია, რომ ამ პრაქტიკების დროს სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ ზედმიწევნით კარგად დააკვირდნენ ნევროლოგიის/ნეიროქირურგიის, რეაბილიტაციის, ფსიქიატრიის, გერიატრიისა და პედიატრიის პაციენტებს. ავსტრალიის ფსიქოლოგთა საზოგადოებას არც ერთი ხარისხის საბოლოო ნაშრომისთვის სიტყვების რაოდენობის მინიმუმი არ აქვს დაკონკრეტებული, თუმცა, ზოგადად სამაგისტრო ნაშრომისთვის არის ხოლმე 15000 ან მეტი და სადოქტოროსთვის - 50000-მდე. ამ კურსებზე მოხვედრა საკმაოდ რთული და კონკურენტულია და გადაწყვეტილება ძირითადად მიიღება აკადემიური მოსწრებაზე (H1 an H2 honour ქულაზე), სარეკომენდაციო წერილისა და ინტერვიუს პროცესზე დაფუძნებით. კლინიკურ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა დიდ უპირატესობად და შერჩევის პროცესში, ხშირად, აუციბლადაც კი. ავსტრალიის უნივერსიტეტები, რომლებსაც აქვთ კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის კურსები: La Trobe University, Macquarie University, Monash University, University of Melbourne, University of Queensland and University of Western Australia. თითოეულ ამ უნივერსიტეტში სტუდენტთა ყოველწლიური მიღების რიცხვი მერყეობს დაახლოებით 7-დან 17 კანდიდატამდე. უნივერსიტეტის მიხედვით, ეს კურსები შეიძლება იყოს როგორც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული (HECS/HELP), ისე - სრულიად უფასო.

კანადა რედაქტირება

კანადაში კლინიკური ნეიროფსიქოლოგის პროფესია საჭიროებს: ფსიქოლოგიის ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამის დასრულებას და ოთხწლიან სადოქტორო პროგრამას კლინიკურ ფსიქოლოგიაში. ხშირად, დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ჩასაბარებელ კურსებზე ორწლიანი სწავლა და მაგისტრის ხარისხია საჭირო. დოქტორის ხარისხი მოითხოვს საკურსო დავალებებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას (პრაქტიკა და სტაჟირება). პრაქტიკა მოიცავს სწავლის შედეგად შეძენილი უნარების პრაქტიკულ გამოყენებას 600-დან 1000 საათამდე. მინიმუმ 300 საათი უნდა იყოს ზედამხედველობის ქვეშ პირდაპირი კონტაქტი კლიენტთან. პრაქტიკა გულისხმობს სტუდენტების მომზადებას სტაჟირების/რეზიდენტურისათვის. სტაჟირება/რეზიდენტურა გრძელდება ერთი წელი, რომლის დროსაც სტუდენტი მოქმედებს როგორც ნეიროფსიქოლოგი, ზედამხედველობის ქვეშ. ამჟამად, კანადის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ აკრედიტებული სამი კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის სტაჟირება/რეზიდენტურაა კანადაში, თუმცა არსებობს არააკრედიტებულებიც. სტაჟირებამდე სტუდენტებს მოეთხოვებათ სადოქტორო ყველა საკურსო დავალების შესრულება, სადოქტორო თემის შეთავაზებაზე მიღებული დასტური (თუ დასრულებული ნაშრომი არა) და შესრულებული 600 საათიანი პრაქტიკა. კანადაში კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის კურსები აქვთ შემდეგ უნივერსიტეტებს: Université de Montréal, Simon Fraser University, University of Victoria, York University და University of Windsor.

დიდი ბრიტანეთი რედაქტირება

დიდ ბრიტანეთში კლინიკური ნეიროფსიქოლოგის პროფესია საჭიროებს: ჯანდაცვის პროფესიის საბჭოს მიერ აღიარებული კლინიკური და საგანმანათლებლო ფსიქოლოგის კვალიფიკაციას, რასაც უნდა მოჰყვებოდეს შემდგომი განათლება კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში. მთლიანობაში, კლინიკური ნეიროფსიქოლოგის განათლება ბრიტანეთში მოიცავს ბრიტანული ფსიქოლოგთა საზოგადოების მიერ აკრედიტებულ სამწლიან საბაკალავრო პროგრამას ფსიქოლოგიაში, რასაც მოჰყვება სამწლიანი დოქტორანტურა კლინიკურ (ძირითადად D.Clin.Psy) ან საგანმანათლებლო ფსიქოლოგიაში (D. Ed. Psy.), შემდეგ კი კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში ერთწლიანი სამაგისტრო (MSc) ან 9 თვიანი კურსი ასპირანტის დიპლომისთვის (PgDip). სამაგისტრო პროგრამა, ასპირანტურის დიპლომის კურსებისგან განსხვავებით, შეიცავს ასევე კვლევის კომპონენტს. ასპირანტურის კურსები კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში აქვთ: University of Bristol, University of Glasgow, University of Nottingham and University College London.

ამერიკის შეერთებული შტატები რედაქტირება

ამერიკაში კლინიკური ნეიროფსიქოლოგის პროფესია და ჰიუსტონის კონფერენციის დირექტივებთან შესაბამისობა საჭიროებს: ფსიქოლოგიაში ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამის და ხუთწლიანი დოქტორანტურის (Psy. D და Ph.D) დასრულებას. დოქტორანტურის საკურსო დავალებების, ტრენინგებისა და დისერტაციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს მოეთხოვებათ ერთწლიანი სტაჟირების დასრულება, რასაც დამატებით მოჰყვება ორწლიანი რეზიდენტურა (ზედამხედველობის ქვეშ). სტუდენტმა დოქტორის ხარისხი, სტაჟირება და რეზიდენტურა უნდა გაიაროს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ აღიარებულ ინსტიტუტებში. ყველანაირი ტრენინგის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა უნდა შეიტანონ განაცხადი ლიცენზიაზე თავიანთ შტატში, რომ ჰქონდეთ ფსიქოლოგობის უფლება. ამერიკის კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის საბჭო, ამრიკელ პროფესიონალ ნეიროფსიქოლოგთა საბჭო და ამერიკელ პედიატრიულ ნეიროფსიქოლოგთა საბჭო, ყველა გადასცემს საბჭოს სერტიფიკატს იმ ნეიროფსიქოლოგებს, რომლებიც ნეიროფსიქოლოგიის კონკრეტულ სფეროებში კომპეტენციას გამოიჩენენ. ეს ყველაფერი ეფუძნება ნეიროფსიქოლოგთა ტრენინგს, გამოცდილებას, წარდგენილ საქმეთა ნიმუშებს, წერითი და ზეპირი გამოცდების წარმატებულად ჩაბარებას.მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნები არის სტანდარტული ჰიუსტონის კონფერენციის დირექტივების მიხედვით, ეს უკანასკნელიც კი აღნიშნავს, რომ ყველა მოთხოვნის შესრულება მაინც სასურველია, თუმცა ნეიროფსიქოლოგის სტატუსის მოპოვება სხვა გზებითაც არის შესაძლებელი.

კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის კურსების გავლა შესაძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე უნივერსიტეტში.

ჟურნალები რედაქტირება

ქვემოთ მოყვანილია კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის ან ამ სფეროსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ჟურნალების არასრული ჩამონათვალი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება