კლინგონური ენახელოვნური ენა, შემუშავებულია ლინგვისტ მარკ ოკრანდის მიერ Paramount Studios დაკვეთით. ვარსკვლავურ გზაში ამ ენაზე საუბრობენ კლინგონები. კინომატოგრაფისთვის შექმნილი ენების უმრავლესობისგან განსხვავებით კლინგონურ ენას გააჩნია დეტალურად შემუშავებული გრამატიკა. არსებობს კლინგონური ენის ინსტიტუტი[1], გამოქვეყნებულია კლასიკური ლიტერატურის ნაწარმოებთა თარგმანები. ასევე გამოდის სამეცნიერო ჟურნალი.

კლინგონური ენა
tlhIngan Hol /ˈt͡ɬɪŋɑn xol/
ოფიციალური სტატუსი ხელოვნური ენა
დამწერლობის სისტემა ლათინური, კლინგონური ანბანი
ენის კოდები ISO 639-2 tlh

ISO 639-3 tlh

 
კლინგონური დამწერლობის ნიმუში

პირველი ფრაზები კლინგონური ენისთვის მოიფიქრა ჯეიმზ დუჰანმა ჯერ კიდევ პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში ვარსკვლავური გზა (1979). რამდენიმე წლის შემდეგ ჰარვ ბენეტმა (პროდიუსერი ფილმისა ვარსკვლავური გზა III: სპოკის ძიება) შესთავაზა მარკ ოკრანდს ენის შემუშავება, რომელზედაც ისაუბრებდნენ ფილმის გმირები[2].

ენის შექმნისას მარკმა გააერთიანა ჯეიმზის მიერ შექმნილი ფრაზები ინდიელთა ენასთან და სანსკრიპტთან. ენის ფონეტიკა იყენებს რიგ რთულად გამოსათქმელ ბგერებს ინდოევრუპული ენებიდან, ხასგასმული „უცხო“ ჟღერადობის შესაქმნელად.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
 
კლინგონური ვიკიპედიის ლოგო
  • კლინგონური ენის ინსტიტუტი არსებიბს 1992 წლიდან[3], იგი გამოსცემს რამდენიმე სახელმძღვანელოს ყოველწლიურად. კვარტალში ერთხელ გამოდის ჟურნალი კლინგონურ ენაზე.
 
ვიკიპედიის ადრინდელ ლოგოზე (2003-2010 წ.) გამოსახული იყო კლინგონური სიმბოლო (ზედა მარჯვენა კუთხეში)
  • ვიკიპედიის ადრინდელ ლოგოზე (2003-2010 წ.) გამოსახული იყო კლინგონური სიმბოლო.
  • 2004 წელს ამუშავდა ვიკიპედია კლინგონურ ენაზე[4], თუმცა მოგვიანებით იგი გადავიდა საიტზე klingon.wikia.com.
  • საძიებო სისტემა Google-ს გააჩნია ძიების გვერდი კლინგონურ ენაზე[5]
  • არსებობს როკ-ჯგუფი, რომელიც ასრულებს სიმღერებს კლინგონურ ენაზე: Stovokor (ინგლისური), ქალაქ პორტლენდში (აშშ).
  • სერიალში დიდი აფეთქების თეორია 4 მთავარი გმირი საუბრობს ამ ენაზე.
  • სერიალ „ჩაკის“ მთავარი გმირი საუბრობს კლინგონურად.
  • 2010 წელს ჰააგაში დადგეს ოპერა კლინგონურ ენაზე, სახელწოდებით „U“, რაც თანგმანში ნიშნავს სამყაროს. ოპერა დადგა თეატრმა Zeebelt[6].
  • 2014 წლის იანვარში ქალაქ ინდიან-ტრეილის (ჩრდილოეთ კაროლინა) ქალაქის საბჭოს წევრმა დევიდ უოდელმა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერა კლინგონურ ენაზე[7].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება