კლდისძირის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნარეკვავის ხეობაში, ადგილ ქვემო გორის სამ

კლდისძირის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნარეკვავის ხეობაში, ადგილ ქვემო გორის სამხრეთით, 100-150 მეტრზე, განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვით IV-III საუკუნეებს. 1974 წელს გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნარეკვავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. სამაროვანზე გამოვლინდა ორმოსამარხი, რომელშიც აღმოჩნდა შავად გამომწვარი გვერდებბურცობიანი კოჭობი, წითლად გამომწვარი და წითელი ზოლებით შემკული ჭურჭლის ნატეხები, რკინის იარაღი, რკინის სამკაულები, სერპანტინის მძივი. არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება