კლარკ მაკ-კონაჰი (ინგლ. Clark McConachy; დ. 15 აპრილი, 1895, ოტაგო; ახალი ზელანდია — გ. 18 აპრილი, 1980,ოკლენდი; ახალი ზელანდია) — ახალზელანდიელი პროფესიონალი სნუკერისტი და ინგლისური ბილიარდის მოთამაშე.

კლარკ მაკ-კონაჰი
საერთო ინფორმაცია
დაბ. თარიღი: 15 აპრილი 1895
დაბ. ადგილი: ოტაგო; ახალი ზელანდია
გარდ. თარიღი: 18 აპრილი 1980
გარდ. ადგილი: ოკლენდი; ახალი ზელანდია
მოქალაქეობა: ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
უმაღლესი ბრეიკი: 147[1]

კლარკი, როგორც სპორტსმენი, ფლობდა გასაოცარ სიმტკიცესა და გამძლეობას. 66 წლის მანძილზე (1914 წლიდან 1980 წლამდე) ის ახალი ზელანდიის ჩემპიონი იყო ბილიარდში. ის აგრეთვე იყო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 1951–1968 წლებში, სანამ ჩემპიონის ტიტული არ დაუთმო რექს უილიამსს.

1932 და 1952 წლებში მაკ-კონაჰი იკავებდა მეორე ადგილს სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე. ხოლო 1951 წელს ვარჯიშზე მან გააკეთა მაქსიმალური ბრეიკი.

კლარკ მაკ-კონაჰი ყოველთვის ჯანმრთელი ცხოვრების მომხრე იყო. ის არასდროს ეწეოდა და სვამდა, ყოველდღე გარბოდა რამდენიმე კილომეტრს, რაც მისი ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი იყო. კლარკი აგრეთვე ცნობილი იყო იმით, რომ მატჩის წინ იღბალისთვის მაგიდის გარშემო დადიოდა.

მიღწევები კარიერაში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ეს ბრეიკი არ შედის ოფიციალურად დარეგისტრირებული მაქსიმალური სერიების სიაში, რადგან გაკეთდა სავარჯიშო მატჩზე