კლარიჩე დე’ მედიჩი
კლარიჩე დე’ მედიჩი (იტალ. Clarice de' Medici; დ. 14 სექტემბერი, 1489 — გ. 3 მაისი, 1528) — მედიჩის დინასტიის წარმომადგენელი. ფლორენციის სენიორ პიერო მედიჩისა და ალფონსინა ორსინის ასული. ურბინოს ჰერცოგ ლორენცო II-ის უმცროსი და და საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის გამზრდელი მამიდა.
კლარიჩე დე’ მედიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 სექტემბერი, 1489 ფლორენცია |
გარდაცვალების თარიღი |
3 მაისი, 1528, (38 წლის) ფლორენცია |
ეროვნება | იტალიელები |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ფილიპო სტროზი |
შვილ(ებ)ი | ათი შვილი |
მშობლები |
მამა: პიერო მედიჩი დედა: ალფონსინა ორსინი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკლარიჩე დაიბადა 1489 წლის 14 სექტემბერს ფლორენციაში. იგი იყო ფლორენციის სენიორ ლორენცო მედიჩის უფროსი ვაჟის, პიერო მედიჩისა და მისი ცოლის, ალფონსინა ორსინის პირველი ასული, თუმცა ამასთან მეორე და ნაბოლარა შვილი. 1492 წელს მამამისი ფლორენციის სენიორი გახდა, თუმცა 1494 წელს დაამხეს, რის გამოც ცოლ-შვილთან ერთად რომში გადასახლდა. პიერო აქ 1503 წელს დაიღუპა, რის შემდეგაც ალფონსინა მეორედ აღარც გათხოვილა.
1508 წელს მოკავშირეთა შეძენის მიზნით ალფონსინამ კლარიჩე ცოლად ძლევამოსილ რომაელ დიდებულს, ფილიპო სტროზის მიათხოვა, რომელთანაც ბედნიერი ოჯახი შექმნა. მათ ათი საერთო შვილი შეეძინათ. 1512 წელს ფლორენციაში მედიჩების რესტავრაცია განხორციელდა და ტახტზე ბიძამისი ავიდა, რომელიც 1516 წელს უშვილოდ მოკვდა, რის გამოც ფლორენციის სენიორი კლარიჩეს ძმა, ლორენცო II ხდება. 1519 წელს ლორენცო II-ც და მისი ცოლი მადლენიც გარდაიცვალნენ და მემკვიდრედ მხოლოდ ერთი ასული დარჩათ, სახელად ეკატერინე.
1520 წლამდე ეკატერინეს ალფონსინა ორსინი ზრდიდა, რის შემდეგაც იგი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, უპატრონოდ დარჩენილი ეკატერინეს აღზრდა კლარიჩემ ითავა, ცნობილია, რომ იგი მას საკუთარი შვილებისგან არ ანსხვავებდა. ამასთან მან და მისმა ქმარმა მომენტით ისარგებლეს და ფლორენციის ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს. ისინი მეტად ტირანი მმართველები აღმოჩნდნენ, რის გამოც 1527 წელს ფლორენციის მოსახლეობა აჯანყდა და დაამხო მედიჩების მმართველობა. ამ დროს მათ სამეფო ოჯახი ტყვედ ჩაიგდეს. 1528 წლის 3 მაისს ყელი გამოსჭრეს კლარიჩესა და მის ქმარს, პატარა ეკატერინე კი მძევლად დაიტოვეს და მედიჩების დასამცირებლად მის ბორდელში გაყიდვას აპირებდნენ, თუმცა იგი პაპმა კლემენტ VII-მ გადაარჩინა. შემდეგში პაპის თაოსნობით კვლავ განხორციელდა მედიჩების რესტავრაცია, ეკატერინე კი საფრანგეთის მეფე ანრი II-ს მიათხოვეს 1533 წელს.
შვილები
რედაქტირება- პიერო (1510-1558), კონდიტიერი და საფრანგეთის მარშალი;
- რობერტო (?-1566), ცოლად შეირთო მადალენა მედიჩი;
- მარია (?-?), ცოლად გაჰყვა ჯაკომო რიდოლფის;
- ლეონი (1515-1554), კონდიტიერი და მალტის ორდერის დიდი მაგისტრი;
- ჯულიო (?-1537);
- ვინჩენცო (?-1537);
- ალესანდრო (?-1541);
- ლუიჯია (?-1534), ცოლად გაჰყვა სენატორ ლუიჯი კაპონის;
- მადალენა (?-?), ცოლად გაჰყვა გრაფ ფლამინიო დელ'ალგუილარას;
- ლორენცო (151-1571), აბატი და კარდინალი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Landon, William J. (2013). Lorenzo di Filippo Strozzi and Niccolo Machiavelli: Patron, Client, and the Pistola fatta per la peste/An Epistle Written Concerning the Plague. University of Toronto Press. ISBN 9781442699489.
- Tomas, Natalie R. (2003). The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot: Ashgate. ISBN 0754607771.