კლარა შუმანი
კლარა ჯოზეფინა ვიკი (მოგვიანებით შუმანი) (გერმ. Clara Josephine Wieck Schumann; დ. 13 სექტემბერი, 1819, ლაიფციგი — გ. 20 მაისი, 1896, ფრანკფურტი) — გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და მუსიკალური პედაგოგი. კომპოზიტორ რობერტ შუმანის ცოლი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ლაიფციგში, განთქმული ფორტეპიანოს პედაგოგის ფრიდრიხ ვიკის ოჯახში. 5 წლიდან შეუდგა ფორტეპიანოზე დაკვრას. 10 წლიდან გამოდიოდა კონცერტებზე. 1828 წელს - 9 წლის ასაკში გაიცნო ახალგაზრდა მუსიკოსი რობერტ შუმანი, როდესაც ის მამამისის მოსწავლე გახდა. როდესაც ფრიდრიხ ვიკმა იგრძნო, ბავშვების ახლო ურთიერთიბა, მათი სიყვარულის წინააღმდეგი იყო. 1840 წლის 12 სექტემბერს ისინი დაქორწინდნენ. კლარა შუმანი ქმრის ნაწარმოებების დიდი ნაწილის პირველი შემსრულებელი იყო.
მეგობრობდა იოჰანეს ბრამსთან. ქმრის სიკვდილის შემდეგ - 1856 წელს გახდა პედაგოგი და ფრანკფურტის კონსერვატორიის პროფესორი. წერდა რომანსებს და საფორტეპიანო ნაწარმოებებს. გარდაიცვალა ფრანკფურტში 1896 წლის 20 მაისს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bogousslavsky, J. and M. G. Hennerici, Bäzner, H., Bassetti, C., Neurological disorders in famous artists, Part 3, Karger Publishers, 2010, pp. 101–118.
- Boyd, Melinda. "Gendered Voices: The 'Liebesfrüling' Lieder of Robert and Clara Schumann." 19th-Century Music 39 (Autumn 1975): 145–162.
- Gould, John. "What Did They Play? The Changing Repertoire of the Piano Recital from the Beginnings to 1980." The Musical Times 146 (Winter 2005): 61–76.
- Kopiez, Reinhard, Andreas C. Lehmann and Janina Klassen. "Clara Schumann's collection of playbills: A historiometric analysis of life-span development, mobility, and repertoire canonization." Poetics, Volume 37, Issue 1, February 2009: 50–73.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება