ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
კლავიხოს ბრძოლა
რეკონკისტის ნაწილი
თარიღი 844
მდებარეობა ესპანეთი
მეთაურები
რამირო I ასტურიელი კორდობის ემირი

კლავიხოს ბრძოლა — მითური ბრძოლა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნამდვილად მიაჩნდათ. შესულია ესპანურ ფოლკლორში, რომელიც ესპანეთიდან მუსლიმების განდევნას ეხება.[1] ისტორიები ბრძოლის შესახებ პირველად გაჩნდა თითქოს მისი მოხდომის თარიღიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ; ამ ამბების მიხედვით, კლავიხოსთან ბრძოლა გაიმართა ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, სადაც რამირო I ასტურიელი მეთაურობდა ქრისტიანებს, ხოლო მუსლიმებს კორდოვის ამირა. ესპანეთის ისტორიის ლექსიკონში (1968) აღნიშნულია: „სერიოზული ისტორიკოსისთვის კლავიხოს ბრძოლის არსებობა განხილვის საგანიც კი არ არის“.

  1. Collins, Roger (1983). Early Medieval Spain: Unity in Diversity, 400–1000. New York: St. Martin's Press. pp. 236–237. ISBN 0-312-22464-8.