ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კიფარა — ძველ ბერძნული სიმებიანი საკრავი, მუსიკალური ინსტრუმენტი. მასზე უკრავდნენ რომაელი და ბერძენი მმართველების კარზე. იგი ყველაზე მეტად გავრცელებული ინსტრუმენტი იყო საბერძნეთში.

უილიამ-ადოლფ ბუგერო, „არიონი ზღვის ცხენზე“.

კიფარა ჰგავს ლირის პროფესიონალურ ვერსიას. აქვს ღრმა ცარიელი მოცულობა, რომელიც მოცულობითი რეზონატორის როლს ასრულებს. ჰქონდა ბრტყელი ხის კორპუსი პირდაპირი ან ფიგურული მოხაზულობით; კორპუსზე მაგრდებოდა ციმები; დროთა განმავლობაში ციმების რაოდენობა თანდათან მატულობდა (4-დან 12-მდე); იხმარებოდა როგორც სოლო ისე აკომპანირების ინსტრუმენტი. კიფარა ისე როგორც ლირა უფრო ძველი ინსტრუმენტის — ფორმინგას დახვეწის რეზულტატია, ისინი ითვლებოდნენ აპოლონისა და ეროტის ინსტრუმენტებად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კიფარა“-დან