კიური (აღნიშვნა: კიური, Ci) — რადიოაქტიურ წყაროში ნუკლიდის აქტივობის (იზოტოპის აქტივობის) სისტემგარეშე ერთეული. სახელი ეწოდა ფრანგი მეცნიერების პ. კიურისა და მ. სკლოდოვსკა-კიურის პატივსაცემად. 1910 წელს პირველად კიურის განსაზღვრავდნენ, როგორც 1 გ რადიუმთან რადიოაქტიურ წონასწორობაში მყოფი რადონის (რადიუმის ემანაციის) რაოდენობას. 1 კიურის შესაბამისი რადონის რაოდენობას აქვს 6.51×10−6 გ მასა და შეიცავს 1.78×1016 ატომს. 1 კიური აქტივობის რადონის დაშლის სიჩქარეა 3.7×1010 დაშლა წამში. ამჟამად კიურის განსაზღვრავენ როგორც აქტივობას ნებისმიერი ნუკლიდისა, რომელშიც ხდება დაშლის 3.7×1010 აქტი წამში.

ლიტერატურა

რედაქტირება