კისისხევის წმინდა გიორგის ეკლესია

კისისხევის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ კისისხევის დასავლეთით განაპირას, სასაფლაოზე. შენობა ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ სამშენებლო ფენას შეიცავს, რომლებიც განსხავებული საშენი მასალითაა ნაგები. ეკლესიის თავდაპირველი ნაწილი სავარადუოდ, განვითარებულ შუა საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს, მოგვიანებით აღდგენილი ნაწილი კი XVIII საუკუნით.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, წაგრძელებული მოხაზულობის. აღმოსავლეთით დასარულეებულია ნახევარწრიული ფორმის, შვერილი აფსიდით რითიც ძირითადად კორპუსისგან განიერი მხრებითაა გამოყოფილი და დამოუკიდებელი, ნახევარკონუსებრი სახურავი ხურავს. დასავლეთით, დარბაზის გაგრძელებაზე, მოკლე, სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართლებით ოდნავ წაგრძელებული კარიბჭეა, რითიც გარედან ცალკე მოცულობად არ გამოიყოფა და დარბაზთან ერთად, საერთო, ორკალათა სახურავის ქვეშაა ქცეული.

ეკლესიის თავდაპირველი ფენა, ძირითადად, საკურხევლის შვერილს და გრძივ კედლების აღმოსავლეთ ბოლოებს შემორჩა. იგი მთლიანად შირიმს, სუფთად ნათელი ქვითაა ნაწყობი, განხავებული კედლები კი რიყის, წვრილი ქივსაა. რაშიც ორრიგად დაწყობილი აგურის ჰორიზონტარული შრეებია ჩართული. თუმცა, წყობაში რიგების ჰორიზონტალურობა ბევრ ადგილას დარღვეულია. გარეთ კუთხეებში გამოყენებულია მოზრდილი, მეტ-ნაკლებად წესიერი ფორმის, რიყის ქვა და ნათელი ქვა, კარ-სარკმლების ღიობები, საკუთხევლის სარკმლის გარდა, ძირითადად, აგურისაა. აგურისაა ლავგარდენიც, რითიც ერთრიგად დაწყობილი აგურებით გამოყვანილი სამი საფეხურისგან შედგება. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთით და სამხრეთით. ორივე კარი გარედან ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული, ხოლო შიგნიდან სწორკუთხაა. სამხრეთით შესასვლელი გარედან ოდნავ შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული, რასაც საფეხურებად დამუშავებული, ვიწერო ზოლი აგვირგვინებს. დასავლეთით შესასვლელი მოპირდაპირედ, კარიბჭედან დარბაზში გამავალი კარია, რითიც კარიბჭის მხრიდან თაღოვანია, დარბაზის მხრიდან კი თარაზულადაა გადახურული.

შენობის ნაწილების ქრონოლოგიური სხვაობა ინტერიერშიც თვალსაჩინოა. აფსიდი საკმაოდ ღრმაა და დარბაზის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული. იგი სიმაღლეში ორ ნაწილადაა გამოყოფილი: მისი ქვედა ნახევარი, ზედა ნახევართან შედარებით, ოდნავ უფრო ვიწროა. ამას გამო ეკლესიის ძველი და გვიანდ ნაწილების საზღვარზე ჰორიზონტარული სფეხური იქმნება, რითიც აფსიდის ცენტრისკენ თანდათან მცირდება და ბოლოს წყდება. აფსიდის ცენტრისაკენ თანდათან მცირდება და ბოლოს წყდება. აფსიდის ცენტში დაბალი შიგნიდან და გარედან ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი, სამ-სამი შეისრული, გაცილებით უფრო მაღალი სარკმელი, ერთმანეთის მოპირდაპირედ, გრძივ კედლებშია. აფისიდი თავდაპირველ ფენაში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო მცირე, ოთხკუთხა ნიშაა აფსიდი კვადატული აგურით ნაწყობი კონქითაა გადახურული. კონქის თაღი ოდნავ შეისრულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც. რითიც აფსიდის თაღის გარდა, კიდევ სამბჯენი თაღს ეყრდნობა. მათ შორის ორი გრძივ კედლებზე არსებულ პილასტრებზეა გადაყვანილი, მესამე კი შესაბამისს პილასტრებთან ერთად, დასავლეთ კედლეთანაა შერწყმული. ყველა თაღის ქუსლებთან დაბალი, თაროსებრი იმპოსტებია. კამარა, საბჯენი თაღები და პილასტრების დიდი ნაწილი აგურისაა კარიბჭე სიმაღლით დარბაზის ტოლია. გადახურულია კამარით, რის ღერძი ეკლესის გრძივი ღერძის პერპენდიკულარულია და სამი ნაწილისგან შედგება. მათ შორის შუა ჯვაროვანია, გვერდითები კი ცილინდრული. სამხრეთით და ჩრდილოეთით კედლებში, იატაკიდან 1,6 მეტრ სიმაღლეზე. თითო, განიერი, მაღალი, თაღოვანი ნიშაა. დასავლეთ კედელში კი მაღალი. ნაევარწრიულოვანი სარკმელი.

ეკლესიის ფასადები სადაა აღმოსავლეთ სარკმელი ვიწერო ნახევარწრიული ფორმის რელიეფური ზოლითაა მორთლი, სარკმლის ზემოთ, მოგვიანებით განახლებულ ნაწილში, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი ჯვრის გამოსახულებაა, რითიც საფეხუროვანი პოსტამენტზეა დაყრდნობილი. მსგავსი ჯვარია გამოსახული დასავლეთ ფასადის ზედა ნაწილშიც. სახურავის კეხის აღმოსავლეთ ბოლოში, ცხვრის თავის ქანდაკებაა. დასავლეთ ბოლოში კი, დადგმულია აგურით ნაშენი, ვიწერო საკმაოდ მაღალი, ოთხწახნაგა სამრეკლო, რომელსაც აგურისავე პირამიდესბრი სახურავი ხურავს.

ლიტერატურა

რედაქტირება