კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესია
კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას აზრანიანთ უბანში. თარიღდება XVIII საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით. კონკრეტულ ნაწილებში და კარ-სარკმლების ღიოებები გამოყვანილია კვადრატული აგურით. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია.
შენობას სამი შესასვლელი აქვს სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით, სამივე თაღოვანია და გარედან საფეხურით შეღრმავებულ არეში არის ჩასმული, შიგნიდან კი მაღალ, შეისრულთაღოვანი შეღრმავებაში. ჩრდილოეთით შესასვლელი ამოშენებულია სანახევროდ.
აღმოსავლეთით, გეგმით ნახევარწრიული, ორი საფეხურით შემაღლებული აფსიდია, რითიც ეკლესიის დანარჩენი სივრცისგან წყვილი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი, შეისრულ თაღითაა გამიჯნული, აფსიდში სამი განიერი, ისრულთაღოვანი სარკმელია. მათგან ერთი აფსიდის ცენტრშია. თითო-თითო კი, მის გვერდებში მხრებთან ახლოს. ამ სარკმლების აღმოსავლეთ წირთხლში მოწყობილია მცირე, თაღოვანი ხვრელი, რითაც აფსიდის გვერდებზე, კედლის სისქეში არსებულ. მოგრძო სადგომში სამალავში ვხვდებით. ორივე სადგომი უსარკემლოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რის შუაში თითო, მცირე ნიშაა. აფსიდის გვერდებში თითო, გეგმით ნახევარწრიული, ისრულ თაღოვანი ნიშაა. მათ შორის სამხრეთისა, სიმაღლით თითქმის ორჯერ აღემატება ჩრდილოეთისას აფსიდის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი საკურთხევლის ბაქანი პილასტრების ხაზიდან სამოციოდე სანტიმეტრით წინწამოწეულია და ცენტრში ნახევარწერიული ამბიონი აქვს მწყობილი.
დარბაზის გრძივ კედლების, შუაში, მარტივი პროფილის, ქვის იმპოსტით დასრულებული, თითო, მძლავრი პილასტრია, რეებსაც ისრული ფორმის საბჯენი თაღი ეყრდნობა. მსგავსი ფორმისაა კამარაც. თით პოლასტრი დარბაზის დასავლეთ კუთხეებშია. მათზე დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღია გადაყვანილი.
ეკლესიის შიდა სივრცე კარგადაა განათებული. საკურთევლის სარკმლების გარდა, ორ-ორი სარკმელი ეკლესიის გრძივ კედლებშია. ერთიც დასავლეთ კედელში. საკურთხევლის კონქის ქუხლის დონეზე მოწყობილია სამირეზონატორი, ოთხ-ოთხი რეზონატორი ნავისკამარის გვერდებშიცაა. ეკლესიის კამარა და საბენი თაღები შეისრული ფორმისაა, იატაკი კვადრატული აგურითაა ნაწყობი.
შენობის გარეთა კედლები ნაწყობია რიყის ქვისა და აგურის თითორიგიანი შრეების მონაცვლეობით კედლის ზედაპირი გასწორებულია დუღაბით, რითიც საპირე ქვების დიდ ნაწილს გარავს. ეკლესიის ოთხივე ფასადზე. აგურის წყობით, თითო, შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. კედლები დასრულებულია. აგურის ლავგარდნით. რის პროფილს თარო, შეზნექილი ზედაპირი და ლილვი შეადგენს. ეკლესია გადახურულია ღარისებრი კარამიტით. ეკლესიის დასავლეთ ფრონტინის წვერზე დადგმულია აგურთ ნაშენი, ოთხწახნაგა სამრეკლო, რითიც ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 265-266.