კისისხევის ღვთაების ეკლესია

კისისხევის ღვთაების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ კისისხევის სამხრეთით, 1 კილომეტრზე. აგებულია 1806 წელს, მდივანბეგ სვიმონ ქობულოვის მიერ. ამ ფაქტს გვამცნობდა ამავე სოფელში, ნათლისმცემლის შობის ეკლესიასთან მდგარ კოშკი აღმოჩენილ ზარზე არსებული წარწერა. ა. სოღულაშვილის მიხედვით

ვიკიციტატა
„ქ. მე ქობულოვი მდივანბეგ მდივანმ სეიმონმა შევწირე ერთი წყვილი ზარი ჩემგან აღმაშენებულს ღვთაების ეკლესიას კისის ხევს სულისა ჩემისაა საოხადად და ძეთა ჩემთნა სადღეგრძელოდ იანვრის (ა) ქკს უჟდ.“

ეკლესია დარბაზულია ნაგებია ნატეხი ქვით, აფსიდის კედლის ქვემოთა ნაწილი, კარ-სარკმლების წირთხლები და თაღები აგურით. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია და შეთეთრებულია.

შენობას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთით და დასავლეთით ორივე კარი სწორკუთხაა და გარედან საფეხურით შეღრმავებულ, შეისრულთაღოვან არეშია ჩასმული, მათ შორის დასავლეთ არე, აღმოსავლეთით ღრმა, დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურით შემაღლებული, ნახევარწრიული აფსიდია, აფსიდში, იატაკიდან 1.1 მეტრ სიმაღლეზე, გაჭრილია მაღალი, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი, მსგავსი, თითო სარკმელი შენობის დანარჩენ კედლბშიცაა ფსიდის ჩრდილოეთ გვერდში მცირე, თაღოვანი ნიშაა, შუაში. კი აგურით ნაწყობი, ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას.

დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული ფორმის კამარით მასგავსი ფორმისაა კონქის თაღიც. შენობის ფასადები სადაა, დასავლეთით ფასადის თითქმის მთელ სიბრტყეზე, გამოყვანილია საფეხურით შეღრმავებული, თაღოვანი არე, ისე, რომ ფასადის კიდეებში პილასტრისებრი შვერილებია დარჩენილი, ეკლესია გადახურულია ჩარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა რედაქტირება