კიროვაკანის ოლქი
კიროვაკანის ოლქი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ყოფილ სომხეთის სსრ-ში. არსებობდა 1952—1953 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კიროვაკანი.
ოლქი | |
---|---|
კიროვაკანის ოლქი სომხ. Կիրովականի շրջանը | |
ქვეყანა | სსრკ |
ადმ. ცენტრი | ვანაძორი |
დაარსდა | 1952 |
გაუქმდა | 1953 |
ოლქი შეიქმნა 1952 წლის 17 იანვარს, როდესაც სომხეთის სსრ-ის მთელი ტერიტორია 3 ოლქად დაიყო. ესაზღვრებოდა სომხეთის სსრ-ში შემავალ ერევნისა და ლენინაკანის ოლქებს, ასევე აზერბაიჯანის სსრ-ს.
იყოფოდა 12 რაიონად:
- ალავერდის — დაბა თუმანიანი
- ბასარგეჩარის — სოფელი ბასარგეჩარი
- იჯევანის — სოფელი იჯევანი
- კალინინის — სოფელი კალინინო
- კიროვაკანის — ქალაქი კიროვაკანი
- კრასნოსელსკის — სოფელი კრასნოე-სელო
- მარტუნის — სოფელი მარტუნი
- ნოემბერიანის — სოფელი ნოემბერიანი
- ნორ-ბაიაზეთის — ქალაქი ნორ-ბაიაზეთი
- სევანის — სოფელი სევანი
- სტეფანავანის — ქალაქი სტეფანავანი
- შამშადინის — სოფელი ბერდი