კირკიუფედლი
კირკიუფედლი (ისლ. Kirkjufell) — მთა ისლანდიის დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს სნაიფედლსნესის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, გრიუნდარ-ფიორდის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ გრიუნდარფორდიურის სიახლოვეს. სიმაღლე 463 მ.[1]
კირკიუფედლი | |
---|---|
კოორდინატები: 64°56′23″ ჩ. გ. 23°18′05″ დ. გ. / 64.93972° ჩ. გ. 23.30139° დ. გ. | |
ქვეყანა | ისლანდია |
სიმაღლე | 463 მ |
ტიპი | ვულკანი |
სურათები ვიკისაწყობში |
ძირითადად აგებულია ჰიალოკლასტიტით. ვულკანური წარმოშობისაა. მიეკუთვნება ლისიუსკარდის ძველ ვულკანურ სისტემას, რომლის ცენტრალური ვულკანი განსაკუთრებით აქტიური იყო მილიონზე მეტი წლის წინ. ამჟამინდელი თავისებური ფორმა დაკავშირებულია მყინვარულ ეგზარაციასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელი მყინვარული ეპოქის განმავლობაში. მთისძირში აღმოჩენილია ჰოლოცენური ასაკის ლავა.[2]
განვითარებულია ტურიზმი. „კირკიუფედლი“ კირხეს სახურავთან მსგავსების გამო ისლანდიური ენიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „საეკლესიო მთა“.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Landmælingar Íslands - Kortasjá National Land Survey of Iceland (NLSI)
- ↑ Ari Trausti Gudmundsson. Living Earth Outline of the Geology of Iceland. — 2. — Reykjavík: Mál og menning, 2011. — 207 p. — ISBN 978-9979327776.
- ↑ Árni Böðvarsson. Kirkja // Íslensk orðabók / Mörður Árnason. — Reykjavík: Edda, 2002. — Т. I. — С. 771. — 1877 с. — ISBN 9979-3-2353-1.