კირიგამი (იაპონ. 切り紙) — ორიგამის ნაირსახეობა, ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების და ბარათების კეთების იაპონური ხელოვნება. კირიგამის შემთხვევაში ქაღალდებს ჭრიან და კეცავენ, რათა სამგანზომილებიანი დიზაინის ფიგურა შეიქმნას. ჩვეულებრივ ფიგურა იქმნება ერთი ქაღალდისგან, წებოს გამოყენების გარეშე. მის დამაარსებლად ითვლება იაპონელი არქიტექტორი მასახირო ტიატანი (Masahiro Chatani). თავად ტერმინი კირიგამი აშშ-ში შემოიღო ფლორენს ტემკომ 1962 წელს, როცა თავისი წიგნი დაასათაურა „Kirigami, Creative Art of Paper cutting“. წიგნმა ისეთი პოპულარობა მოიხვეჭა, რომ „კირიგამი“ მიღებული გახდა ქაღალდის ჭრის ხელოვნების დასავლურ სახელწოდებად.

კირიგამის მაგალითი


იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება