ოშიბანა (იაპონ. 押し花; ინგლ. Oshibana) — ფლორისტიკის ნაირსახეობა — სურათების შესრულების იაპონური ხელოვნება სხვადასხვა ბუნებრივი მასალებისგან: ფოთლების, ყვავილების, ბალახის, ხავსის და სხვა.

ოსიბანას ტექნიკით შექმნილი წარწერა: „ვიკიპედია“

ტექნიკა რედაქტირება

ბუნებრივი მასალების მომზადება გამოშრობით იწყება პრესის ქვეშ, სპეციალურ ბადეში, რის შედეგადაც ბრტყელი ხდება. ზოგჯერ მასალა სპეციალურ წინასწარ დამუშავებას საჭიროებს და ფერსაც იცვლის. დამუშავების შემდეგ ხდება მათი განთავსება და დაწეპება სპეციალური ხარისხის ქაღალდზე ან ქსოვილზე. თითოეული ელემენტი განსაკუთრებული სიფრთხილით თავსდება თავის ადგილზე. ხელოვანის წარმოსახვა და სიზუსტე განსაზღვრავს სურათის ხარისხს.

გავრცელება რედაქტირება

დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ეს სახეობა ვიქტორიანულ ეპოქაში გავრცელდა და მეორე სიცოცხლე XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე შეიძინა. განსაკუთრებით გავრცელებულია იაპონიაში, სადაც 6 საუკუნის წინ აღმოცენდა. იაპონელები ოსიბანა-სურათების შესაქმნელად ბრტყლად გამხმარ მცენარეებს იყენებენ.

წმინდა მიწაზე დეკორატიული ხელოვნების ფორმა პოპულარული 1890-იანი წლების ბოლოს და XX საუკუნეში გახდა, როცა ამ ადგილებში მზადდებოდა წიგნად შეკრული სუვენირები, რომელიც წმინდა ადგილების ფოტოებთან ერთად შეიცავდა დაპრესილ ყვავილებს. ისინი ზეთისხილის ხის შტოებით მხატვრულად იყო გაფორმებული და გამზადებული გასაყიდად.

ამერიკელი მსახიობი და მონაკოს პრინცესა გრეის კელი დაინტერესებული იყო ოშიბანას ხელოვნებით და იყენებდა დაპრესილ ბოტანიკურ მასალას, რომელსაც საზღვარგარეთიდან უგზავნიდნენ. ამით ხელს უწყობდა მის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. „ჩემი ყვავილების წიგნი“, რომელიც კელიმ 1980 წელს გამოსცა, შეიცავს თავებს, რომელშიც მოთხრობილია მისი შემოქმედების შესახებ.[1]

ბოლო ათწლეულებში რამდენიმე საერთაშორისო სამხატვრო ასოციაციისა და სკოლის შექმნამ პოპულარობა და აღიარება მოუტანა ოშიბანას, როგორც უნიკალურ სამხატვრო ფორმას, სასწავლო კურსებით, კონფერენციებით, საერთაშორისო გამოფენებით და კონკურსებით. მათ შორისაა:

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Kelly, Grace; Robyns, Gwen (1980). My Book of Flowers. Doubleday. p. 224. ISBN 0385140762.
  2. Chase's Calendar of Events 2020: The Ultimate Go-to Guide for Special Days, Weeks and Months