კირიათ მოცკინი
კირიათ მოცკინი (ებრ. קִרְיַת מוֹצְקִין) — ქალაქი ისრაელის ხაიფას რაიონში, ხაიფას ქალაქის ცენტრიდან 8 კილომეტრით (5 მილით) ჩრდილოეთით. ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს თანახმად, 2022 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 48 001 ადამიანს. თუმცა, 2024 წლის სექტემბრისთვის, არაოფიციალურად აღირიცხა 55 600 ადამიანი, რაც გამოხატავდა ძალზედ მნიშვნელოვან ზრდას ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით. ქალაქს ეწოდა ლეო მოცკინის (1867–1933 წწ.) სახელი, რომელიც 1897 წელს პირველი სიონისტური კონგრესის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ქალაქის მერი არის ციკი ცვი ავიზარი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კირიათ მოცკინი קִרְיַת מוֹצְקִין | |||
მოცარტის კვანძი კირიათ მოცკინში | |||
| |||
ქვეყანა | ისრაელი | ||
მუნიციპალიტეტი | ხაიფა | ||
კოორდინატები | 32°50′13″ ჩ. გ. 35°04′39″ ა. გ. / 32.83694° ჩ. გ. 35.07750° ა. გ. | ||
მერი | ციკი ცვი ავისარი | ||
დაარსდა | 1934 წ. | ||
ფართობი | 3.778 დუნამი 1.459 კვ. მილი ან 3.778 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 10 მეტრი | ||
მოსახლეობა |
2022 წ.
| ||
სიმჭიდროვე |
13.000 (33.000 კვ. მილი) 55 600 (2024 წლის სექტემბერი, არაოფიციალურად) კაცი/კმ² | ||
ეროვნული შემადგენლობა |
| ||
ოფიციალური საიტი | motzkin.co.il | ||
ისტორია
რედაქტირებაკირიათ მოცკინი დაარსდა 1934 წელს და 1935 წლისთვის ქალაქში გაიხსნა პირველი სკოლა.[1] 1939 წელს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 2 000 ადამიანს და ითვლიდა 345 შენობა-ნაგებობას.[2] 1937 წელს ბრიტანეთის სამანდატო პალესტიამ უზრუნველყო კირიათ მოცკინის მატარებლის სადგური აშენება. მეორე მსოფლიო ომის დროს, კირიათ მოცკინი გერმანულ/იტალიური დაბომბვის შედეგად დაზარალდა.[3] ქალაქმა შეკრიბა ადგილობრივი საბჭო 1940 წელს. 1947–48 წლებში სამანდატო პალესტინის ტერიტორიაზე მომხდარი სამოქალაქო ომის დროს, მნიშვნელოვანი ბრძოლა მოხდა კირიათ მოცკინის სიახლოვეს, როდესაც ჰაგანამ არაბული სამხედრო კოლონა გაანადგურა და პროცესში ჩართული არაბული ძალების მეთაური მოკლა. ამან განაპირობა ებრაელთა გამარჯვება ხაიფას ბრძოლაში.
დემოგრაფია
რედაქტირებაკირიათ მოცკინმა საკუთარი ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვანი იმიგრაციული ტალღა გამოსცადა, რამაც ქალაქის მოსახლეობის მრავალფეროვნება განაპირობა. ქალაქის მაცხოვრებლების დაახლოებით 40% წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა კავშირის იმიგრაციას ან იმიგრანტების მემკვიდრეებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალაქის კულტურულ იერსახეზე. ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 2024 წელს ქალაქის ეთნიკური შემადგენლობა უმეტესადწილად წარმოდგენილი იყო ებრაული და სხვა არა-არაბული მოსახლეობისგან. ქალაქში ცხოვრობდა 25 000 მამაკაცი და 28 000 ქალი, მოსახლეობის 25.5% – 19 წლის და უმცროსი, 15.2% – 20-დან 29 წლამდე, 19.0% – 30-დან 44 წლამდე, 20.1% – 45-დან 59 წლამდე, 4.5% – 60-დან 64 წლამდე და 15.9% – 65 წლის და უფროსი ასაკის პირები.ქალაქმა გამოსცადა დადებითი მიგრაცია, რადგან უფრო მეტი ხალხი შემოდიოდა ქალაქში, ვიდრე გარეთ გადიოდა. ეს მოვლენა მიეწერება ქალაქის უსაფრთხო, მშვიდი და საცხოვრებლად კომფორტული ადგილის მქონე რეპუტაციას. მიჩნეულია, რომ კირიათ მოცკინის მაცხოვრებლების სოციო-ეკონომიკური სტატუსი უფრო მაღალია ხაიფას ცენტრის ტერიტორიაზე. 1-დან 10-მდე მასშტაბით (10 ყველაზე მაღალია), ქალაქის მოსახლეობა მე-7 ადგილზეა, რაც მიუთითებს შედარებით შეძლებულ საზოგადოებაზე.[4]
ეკონომიკა და დასაქმება
რედაქტირებათავდაპირველად, კირიათ მოცკინი ქალაქი, რომლის მაცხოვრებლების უმეტესობა ქალაქგარეთ მუშაობდა. თუმცა, ქალაქის მოსახლეობას მნიშვნელოვანი წვლილი შექსვს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკაში. კირიათ მოცკინის მაცხოვრებლების რეალური წილი არის აკადემიკოსთა ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში, ნავთობის ინდუსტრიაში, უნივერსიტეტში და განვითარებულ თავდაცვით მრეწველობაში, უპირატესად ხაიფას სიახლოვეს ან მეზობელი ქალაქების ინდუსტრიულ ზონებში.
ურბანული განვითარება
რედაქტირებაკირიათ მოცკინის სარეზევო მიწები გადატვირთულია ახალი მშენებლობების გამო. შედეგად, ქალაქის ურბანული მომავალი განახლებად ურბანულ პროექტებში დევს. ეს პროექტები მიზნად ისახავს არსებული რაიონების მოდერნიზებისა და კომპაქტურობის ზრდას, ქალაქის კომფორტული ქვეურბანული ხასიათის შენარჩუნების ფონზე.
განათლება
რედაქტირებაკირიათ მოცკინში არსებობს 18 სკოლა და 11 000 სტუდენტი, რომელთა შორისაა 8 დაწყებითი სკოლა (4 000 მოსაწავლე) და 6 საშუალო სკოლა (4 500 მოსწავლე). 2023 წელს, მე-12 კლასის მოსწავლეების 91.1% -ს გამოსაშვები გამოცდების სერთიფიკატის მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ტრანსპორტი
რედაქტირებაკირიათ მოცკინს ემსახურება კირიათ მოცკინის რკინიგზის სადგური,[5] რომელიც მდებარეობს სანაპიროზე, კერძოდ, ნაჰარიასკენ მიმავალ მთავარ სარკინიგზო ხაზზე, რომელიც სამხრეთით მიემართება ბეერ-შევასა და მოდიინში. კრაიოტის ცენტრალური ავტოსადგური მდებარეობს მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ კიდეზე და ავტობუსის სწრაფ სატრანზიტო სისტემასა და ადგილობრივი ავტობუსის მარშრუტებს ემსახურება.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაკირიათ მოცკინი დაძმობილებულია:[6]
- ბად-კროიცნახის რაიონი, გერმანია
- ბად-სეგებერგი, გერმანია
- ჰასბერგეს რაიონი, გერმანია
- ქაიფენგი, ჩინეთი
- მარიანსკე ლაზნე, ჩეხეთის რესპუბლიკა
- ნირედჰაზა, უნგრეთი
- ორლანდო, ამერიკის შეერთებული შტატები
- რაძინ პოდლასკის ოლქი, პოლონეთი
- ვლოდავას ოლქი, პოლონეთი
- მაგდებურგი, გერმანია
გამორჩეული პიროვნებები
რედაქტირება- იუვალ ავიდორი (დაიბადა 1986 წელს), ფეხბურთელი
- მარკ მალარი (დაიბადა 2000 წელს), პარაოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონი პარალიმპიური მოცურავე
- ოფირ მიზრაჰი (დაიბადა 1993 წელს), ფეხბურთელი
- შუკი შვარცი (დაიბადა 1954 წელს), კალათბურთელი
- ბარ სოლოვეიჩიკი (დაიბადა 2000 წელს), ოლიმპიური მოცურავე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ הינכם מוזמנים להיכנס בשערי אתר האינטרנט של מוזיאון בית גרושקביץ - לתולדות קריית מוצקין.[მკვდარი ბმული] Kiryat Motzkin Municipality.
- ↑ המשקיף | עמוד 3 | 30 מאי 1939 | אוסף העיתונות הספרייה הלאומית. www.nli.org.il.
- ↑ Kiryat Motzkin city[მკვდარი ბმული]
- ↑ Socio-Economic Ranking of Local Authorities (PDF). Israel Central Bureau of Statistics.
- ↑ Israel Railways - Kiryat Motzkin. ციტირების თარიღი: 2016-01-09
- ↑ Kiryat Motzkin city he. Kiryat Motzkin. ციტირების თარიღი: 2020-02-24
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირება- ოფიციალური ვებსაიტი Archived at the Wayback Machine
- სატელიტური სურათი Google Maps-იდან