კირა ნიკოლ კოსარინი (ინგლ. Kira Kosarin, დ. 7 ოქტომბერი, 1997) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია ფიბი სანდერმენის როლით Nickelodeon-ის ტელესერიალ „სანდერმენებში“.

ადრეული წლები და კარიერა რედაქტირება

ადრეული ასაკიდან კირა დადიოდა ცეკვაზე და ტანვარჯიშზე. სწავლობდა ბალეტს ბოკას ბალეტის თეატრში და დადიოდა პაინ-კრესტის სკოლის საშუალო სკოლაში[1]. მისი მშობლები იყვნენ ბროდვეის არტისტები. დედამისი იყო მსახიობი, ხოლო – მამამისი მუსიკალური ხელმძღვანელი, პროდიუსერი და დირიჟორი, ამიტომ ის გაიზარდა სიმღერასა და ცეკვა-თამაშში[2][3]. კამერასთან ქცევის სემინარზე დასწრების შემდეგ მას შეუყვარდა სატელევიზიო მსახიობობა და 2011 წელს გადაწყვიტა წასულიყო ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, რათა კარიერა ტელესივრცეში გაეკეთებინა[4].

კირა კოსარინი წარდგენილი იყო 2015 წლის „საბავშვო არჩევნის ჯილდოზე“ საყვარელი სატელევიზიო მსახიობი ქალის კატეგორიაში[5], მაგრამ ჯილდო მიიღო ლორა მარანომ[6]. ის ისევ იყო წარდგენილი „საბავშვო არჩევნის ჯილდოზე“ 2016 და 2017 წელს ამავე კატეგორიაში და კვლავ ვერ მოიგო, თუმცა მან და მისმა გუნდმა თავიანთი „სანდერმენებიდან“ მოიგეს ჯილდო საყვარელი სატელევიზიო შოუს კატეგორიაში[7].

კირას მონაწილეობით Nickelodeon-მა 2014 წლის შემოდგომაზე ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში გადაიღო ფილმი „ერთი გიჟური მოგზაურობა“,[8], რომლის პრემიერა გაიმართა 2015 წლის 19 ივნისს[9].

კირას აქვს არხი YouTube-ზე, სადაც ის აქვეყნებს ქავერებს და საკუთარ სიმღერებს[10].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Kira Kosarin Starring in Nickelodeon Series (December 15, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 27, 2016. ციტირების თარიღი: February 10, 2016.
  2. Kira Kosarin: "I Always Knew I Wanted To Perform" (November 1, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 19, 2014. ციტირების თარიღი: February 1, 2014.
  3. Interview with Kira Kosarin. Glitter Mag Rocks!. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 15, 2017. ციტირების თარიღი: February 1, 2014.
  4. Interview: Kira Kosarin from 'The Thundermans'. Musichel. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 20, 2014. ციტირების თარიღი: May 10, 2014.
  5. Megan Daley. (February 20, 2015) Meryl Streep gets her first Kids' Choice Awards nomination: See the full list. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: March 18, 2016.
  6. „Kids' Choice Awards 2015: The Complete Winners List“. The Hollywood Reporter. March 28, 2015. ციტირების თარიღი: March 18, 2016.
  7. Nick Romano. (March 13, 2016) Star Wars: The Force Awakens, Adele, more win big at 2016 Kids' Choice Awards. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: March 18, 2016.
  8. Tripwrecked to Star Kira Kosarin and Sydney Park! (October 6, 2014). ციტირების თარიღი: March 18, 2016.
  9. Kristine Hope Kowalski (June 8, 2015). „Ahoy: See a First Look at the 'One Crazy Cruise' Characters' Styles“. Twist. ციტირების თარიღი: March 4, 2016.
  10. Kira Kosarin YouTube Channel. YouTube. ციტირების თარიღი: January 17, 2016.