კინტალი
კინტალი — სოფელი შვეიცარიის კანტონ ბერნში, ჰერშინგსა და ანდეკსს შორის.
სოფელი | |
---|---|
კინტალი Kiental | |
ხე, რომელსაც ფესვები მოუჩანს, სოფელი კინტალი, ჰერშინგსა და ანდეკსს შორის, გერმანია. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
კანტონი | ბერნის კანტონი |
მუნიციპალიტეტი | ფრუტიგენ-ნიდერზიმენტალი |
კოორდინატები | 46°35′17″ ჩ. გ. 7°43′26″ ა. გ. / 46.58806° ჩ. გ. 7.72389° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 960 მეტრი |
ოფიციალური საიტი | https://www.kiental.ch |
ისტორია
რედაქტირება1915 წლის სექტემბრის დასაწყისში კინტალიდან 50 კმ-ში ციმერვალდში, გაიმართა პირველი საერთაშორისო სოციალისტური კონფერენცია. ვლადიმერ ლენინმა ჩამოაყალიბა ციმერვალდის მემარცხენე დაჯგუფება და მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს გადაედგათ პირველი ნაბიჯები ომის საწინააღმდეგო საერთაშორისო მოძრაობის განვითარებაში.
შემდეგი კონფერენცია გაიმართა კინტალში 1916 წლის 24-30 აპრილს. ლენინმა და ციმერვალდის მემარცხენეთა დაჯგუფებამ წარმოადგინეს რეზოლუცია, მაგრამ კონფერენცია შეთანხმდა ხელშეკრულების კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც მიიღეს სხვადასხვა დაპირისპირებული ჯგუფების მოლაპარაკების შედეგად.
კინტალში მიღებული მანიფესტი იყო ციმერვალდის მანიფესტთან შედარებით წინ გადადგმული ნაბიჯი და დაეხმარა ინტერნაციონალურ ელემენტებს, რომელთაც მოგვიანებით ჩამოაყალიბეს მესამე კომუნისტური ინტერნაციონალი ანუ კომინტერნი. [1][2]