კინგსვუდი
კინგსვუდი (ინგლ. Kingswood; ირლ. Coill an Rí) — გარეუბანი სამხრეთ დუბლინის საგრაფოში, ირლანდიაში (ლენსტერის პროვინცია). კინგსვუდი წარმოადგენს ტალის, საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრის, გარეუბანს, რომელიც შემოსაზღვრულია M-50 და Belgard Road-ის ავტოტრასებით. გარეუბანი ტრასა Ballymount Road-ის მიერ გაყოფილია ორ ნაწილად. კინგსვუდში ცხოვრობს, დაახლოებით, 1600 ადამიანი. გარეუბანს ზოგჯერ უწოდებენ „Garranstown“-ს[1].
გარეუბანი | |
---|---|
კინგსვუდი Coill an Rí | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | გარეუბანი |
პროვინცია | ლენსტერი |
საგრაფო | სამხრეთ დუბლინი |
კოორდინატები | 53°18′07″ ჩ. გ. 6°25′04″ დ. გ. / 53.302000° ჩ. გ. 6.418000° დ. გ. |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
ცნობილი ირლანდიელი მწერალი კეტრინ ტინანი კინგსვუდში ცხოვრობდა. Ballymount Road-ის ქუჩაზე შემორჩენილია სახლი, რომელშიც ცხოვრობდა მწერალი, მისი სახელი ჰქვია გარეუბნის პარკს[1]. პარკში განლაგებულია ნანგრევები ციხე-სიმაგრისა, რომელიც აიგო 1622 წელს, ხოლო 1646 წელს გალების მიერ განადგურდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Whitehall. Ask about Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.