კიმ კარინ პოლიზი (დ. 13 ნოემბერი, 1961) — ამერიკელი ანტრეპრენიორი და ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი. ამჟამად იკავებს ClearStreet Inc.-ის თავმჯდომარის თანამდებობას.

კიმ პოლიზი, 2006

1984 წელს მიიღო ხელოვნების ბაკალავრის დიპლომი ბიოფიზიკაში კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ბერკლი), შემდეგ კი ისწავლა კომპიუტერული მეცნიერება ვაშინგტონის უნივერსიტეტში. პოლიზმა კარიერა დაიწყო პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია IntelliCorp-ში, რომელიც Fortune 500-ის კომპანიებს ეხმარებოდა ბიზნეს მონაცემების მენეჯმენტში ხელოვნული ინტელექტის გამოყენებით. შემდეგ ის შეუერთდა Sun Microsystems-ს და მონაწილეობა მიიღო პროგრამირების ენის, ჯავას, შექმნაში. ის ასრულებდა პროდუქტის მენეჯერის ფუნქციებს პროექტის შექმნიდან 1995 წელს მის გამოშვებამდე.[1] ხშირად სწორედ მას მიაწერენ პროგრამირების ენის დასახელების ცვლილებას Oak-დან ჯავაზე.[2][3]

1996 წლის იანვარში პოლიზი წამოვიდა Sun-დან და ჯავას გუნდის სამ კოლეგასთან: ართურ ვან ჰოფთან, ჯონათან პეინთან და სამი შიაოსთან ერთად დააარსა მარიმბა, პროგრამული უზრუნველყოფის დისტრიბუციისა და მენეჯმენჯის სერვისი.[4] პოლიზი იკავებდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2000 წლამდე, 2000-2004 წლებში კი იყო თავმჯდომარე, რის შემდეგაც მარიმბა BMC-მ შეიძინა $239 მილიონად.[5] შემდგომში, გარკვეული ხნით იყო SpikeSource-ის აღმასრულებელი დირექტორი. კომპანიამ შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური ტესტირების მექანიზმი.[6]

1997 წელს პოლიზი შევიდა ტაიმის 25 ყველაზე გავლენიანი ამერიკელის სიაში.[7] 2012 წლის მაისში კი San Francisco Business Journal-მა ის დაასახელა ერთ-ერთ ყველაზე დაბლენიან ქალბატონად.[8]

სქოლიორედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-04-04.
  2. Kieron Murphy (1996-10-04). „So why did they decide to call it Java?“. JavaWorld.
  3. Joan Indiana Rigdon (1996-12-03). „Marimba's Hot, New Castanet Spotlights Its CEO Kim Polese“. The Wall Street Journal.
  4. http://archive.fortune.com/magazines/fortune/fortune_archive/1999/03/01/255816/index.htm
  5. Benjamin Pimentel (2004-04-30). „BMC to purchase Marimba for $239 million“. San Francisco Chronicle.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-29. ციტირების თარიღი: 2015-04-04.
  7. „Time's 25 Most Influential Americans“. Time Magazine. Time Inc. 1997-04-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-15. ციტირების თარიღი: 2010-05-24.
  8. „Most influential Bay Area women 2012 honorees“.