კიმ კე გვანი
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის კიმი, ხოლო სახელი — კე გვანი. |
კიმ კე გვანი (კორ. 金桂官; დ. 6 ივლისი, 1943, კუმოიამა, კორეა, იაპონიის იმპერია) — კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე[1]. ჩრდილოეთ კორეის სახელით აწარმოებს ბირთვული იარაღის პროგრამის ყველა საკვანძო მოლაპარაკებას[2].
2010 წლის დეკემბერში კიმ კე გვანმა ჩრდილოეთ კორეაში მოიწვია[3] ნიუ-მექსიკოს შტატის (აშშ) გუბერნატორი ბილ რიჩარდსონი, რათა განეხილათ კუნძულ იეპიენდოს დაბობმვის შემდეგ, ნოემბერში კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტის ეგზალტაციასთან დაკავშირებული საკითხები. 19 დეკემბერს რიჩარდსონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთკორეელ პოლიტიკოსთან მოლაპარაკებებში „ძალიან დაძაბული სიტუაციის“ განსამუხტად „გარკვეულ პროგრესს მიაღწია“[4].