კიმბანგიზმი („დედამიწაზე იესო ქრისტეს სპეციალური წარმომადგენლის სიმონ კიმბანგუს ეკლესია“ ფრანგ. Eglise de Jésus Christ sur la Terre par Son Envoyé Spécial Simon Kimbangu) — კონგოელთა პროტესტანტული რელიგიური მიმდინარეობა. დაარსდა 1921 წელს სიმონ კიმბანგუს მიერ.

კიმბანგისტური ეკლესიის მიმდევრები ლისაბონში აღნიშნავენ აღდგომას 25 მაისს (თარიღი გადაიტანეს ეკლესიის დამაარსებლის სიმონ კიმბანგუს შვილის სალომონ დიალუნგანას დაბადების დღეზე)

სიმონ კიმბანგუ დაიბადა ბელგიის კონგოში (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) ანიმისტების ოჯახში. ახალგაზრდობაში მიიღო ქრისტიანობა და მუშაობდა ბაპტისტურ მისიაში[1]. 1921 წელს საკუთარი თავი გამოაცხადა აფრიკის შავკანიანებში იესო ქრისტეს მოციქულად, დაიწყო ქადაგება და შეკრიბა დიდი რაოდენობის მიმდევრები. კიმბანგუ უარყოფდა ასკეტურ ცხოვრებას, ჯადოქრობას, რიტუალურ ცეკვებს, ალკოჰოლს და თამბაქოს, ასევე შეუწყნარებლობას თეთრი კოლონიზატორების მიმართ და მოუწოდებდა მიმდევრებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ.

კიმბანგუ ბელგიის კონგოს ხელისუფლებამ დააპატიმრა და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. მოძრაობამ არსებობა განაგრძო იატაკქვეშეთში. 1951 წელს კიმბანგუ გარდაიცვალა. მოგვიანებით მისი ცხედარი გადაასვენეს მშობლიურ სოფელ ნკამბაში, რომელიც მოგვიანებით კიმბანგიზმის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს წმინდა ადგილად და უწოდეს ნკამბა-ახალი იერუსალიმი. ბელგიის კონგოს ხელისუფლებამ კიმბანგიზმი აღიარა 1959 წელს. 1969 წლიდან კიმბანგიზმი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წევრია[2].

იდეოლოგია

რედაქტირება

ძირითად იდეოლოგია დამყარებულია პურიტანიზმის იდეებზედა კრძალავს ძალადობას, მრავალცოლიანობას, ჯადოქრობას, ცეკვას, ალკოჰოლსა და თამბაქოს. ქვეყნის ისტორიაში კიმბანგისტებმა პირველად წამოაყენეს მოწოდება „კონგო - კონგოელებისათვის“ და გამოაცხადეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა კოლონისტების მიმართ[3].

ბავშვებს ნათლავდნენ 12 წლის შემდეგ. სხვა საეკლესიო საიდუ,ოებას წარმოადგენდა ქორწინება, მღვდლობა და ზიარება. ზიარება შეიძლებოდა წელიწადში მხოლოდ სამჯერ შობას, აღდგომას და მოციქულ კიმბანგუს გარდაცვალების დღეს[1].

1990 წლის მონაცემებით ეკლესიის მიმდევარია 5 მლნ ადამიანი, საიდანაც 4 მლნ ცხოვრობს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ხოლო 1 მლნ მეზობელ ქვეყნებში[1]. თანამედროვე პერიოდში (2000 წ.) კიმბანგიზმის მიმდევართა საერთო რაოდენობა 6,5 მლნ-მდეა გაზრდილი[4].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Мишель Малерб. Современный протестантизм // Религии человечества = Les religions de l'Humanité. — М., Спб: Рудомино, Университетская книга, 1997. — С. 161-162. — 600 с. — ISBN 5-7380-0049-8.
  2. WCC — Church of Jesus Christ on Earth by His Special Envoy Simon Kimbangu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-09. ციტირების თარიღი: 2016-12-21.
  3. Африка в ХХ столетии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-07. ციტირების თარიღი: 2016-12-21.
  4. Religious Bodies of the World with at Least 1 Million Adherents. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-05. ციტირების თარიღი: 2016-12-21.