კიმბაიას ცივილიზაცია

კიმბაიას ცივილიზაციასამხრეთ ამერიკული ცივილიზაცია, რომელიც გამოირჩეოდა ოქროზე მუშაობის ოსტატობით. ოქროს ნამუშევრების უმეტესობა შესრულებულია ტუმბაგაზე, რომელიც წარმოადგენდა 30% სპილენძის და ოქროს შენადნობს, შედეგად იღებდნენ გამორჩეული ფერს და ტონალობას. კიმბაები ცხოვრობდნენ დღევანდელიი კოლუმბიის შემდეგ დეპარტამენტებში: კინდიო, კალდასი და რისარალდა, ძირითადად მდინარე კაუკას ხეობაში. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია მათი დასახლებების გაჩენაზე, ყველაზე მიღებული პერიოდია ძვ. წ. აღ. I საუკუნე.

კიმბაია, კასიკას (ბელადი) ქანდაკება

კიმბაიას ცივილიზაციამ ზენიტს მიაღწია IV-VII საუკუნეებში, ამ პერიოდს მოიხსენიებენ კიმბაიას კლასიკურ პერიოდად. ამ პერიოდს განეკუთვნება კიმბაიას ცივილიზაციის ყველაზე ცნობილი ნიმუშები. ამ კულტურის ხელოვნების ნიმუშებისთვის დამახასიათებელია ანთროპომორფიზმი, ასევე მრავლად მოიპოვება ხილისა და პოპოროს (კირის შესანახი მოწყობილობა) ნიმუშები.

უმეტესი არქეოლოგიური ნიმუშები მოპოვებულია სარკოფაგებიდან. ოქრო ითვლებოდა წმინდა მეტალად და წარმოადგენდა გარკვეულ პასპორტს, სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაში. დაუდგენელი მოვლენების გამო X საუკუნეში კიმბაიას ცივილიზაცია მთლიანად გაქრა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება