კილომეტრი საათში

სიჩქარის საზომი ერთეული

კილომეტრი საათში (აღნიშვნა: კმ/სთ) — სიჩქარის სისტემის გარეშე ერთეული. 1 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ობიექტი ერთ კილომეტრს გადის ერთ საათში. სიჩქარის გაზომვა კმ/სთ-ში უფრო ხშირად გამოიყენება მ/წმ-თან შედარებით, რადგან უფრო ადვილად აღიქვამს ადამიანი, განსაკუთრებით ავტომობილის მძღოლები (დრო ჩვეულებრივ ითვლიან საათებში და არა წამებში, ხოლო მანძილი ჩვეულებრივ ითვლიება კილომეტრებში და არა მეტრებში).

ავტომობილის სპიდომეტრი სიჩქარის საზომით კმ/სთ

ზოგიერთი სიჩქარე კმ/სთ-ში

რედაქტირება
  • 5 კმ/სთ — ფეხით მოსიარულეთა საშუალო სიჩქარე[1]
  • 15 კმ/სთ — ველოსიპედისტის საშუალო სიჩქარე ქალაქში[2]
  • 24 კმ/სთ — მანქანის საშუალო სიჩქარე ქალაქში[3][4]
  • 60 კმ/სთ (1 კმ/წთ) — მანქანების მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე დასახლებულ რაიონებში
  • 431 კმ/სთ — Bugatti Veyron (სუპერ სპორტის მოდიფიკაცია), ყველაზე სწრაფი სერიული მანქანა მსოფლიოში
  • 574.8 კმ/სთ — TGV POS ჩქაროსნული მატარებლის მაქსიმალური სიჩქარე[5]
  • 900 კმ/სთ — ავიალაინერი;
  • 1193 კმ/სთ — ბგერის სიჩქარე ჰაერში 0 °C-ზე;
  • 1 079 252 848.8 კმ/სთ (299 792.5 კმ/წმ) — სინათლის სიჩქარე ვაკუუმში.

კონვერტაცია კმ/სთ-სა და სხვა ერთეულებს შორის

რედაქტირება
  1. Табличные значения скорости движения пешеходов. dtp-profi.ru. ციტირების თარიღი: 2019-02-06
  2. На велосипеде каждый день. ციტირების თარიღი: 2019-02-06
  3. Средняя скорость машин в Москве упала на 10% за полгода (2012-07-25). ციტირების თარიღი: 2016-04-14
  4. У кого какая средняя скорость по городу (данные с маршрутника)? (2013-05-22). ციტირების თარიღი: 2016-04-14
  5. Французский поезд побил свой рекорд (2007-04-03). ციტირების თარიღი: 2009-02-17