კილაუეა (Kilauea) — მოქმედი ვულკანი კუნძულ ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, წყნარ ოკეანეში. სიმაღლე 1247 მ. მდებარეობს ვულკან მაუნა-ლოას სიახლოვეს. კილაუეის დამრეცი ფარისებრი კონუსი ბოლოვდება 4 კმ სიგრძის, 3,2 კმ სიგანისა და 120 მ სიღრმის კალდერით, რომელშიც მდებარეობს ლავური ტბა ჰალემაუმაუ. დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ინტენსიური აქტივობის ფაზაში შევიდა 2011 წლის 6 მარტს. ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც იკავებს ვულკანი კილაუეა შედის ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკის შემადგენლობაში. აღსანიშნავია ვულკანური კრატერები: ჰალემაუმაუ და კილაუეა-იკი. 1965 წელს ლავურ ტბასთან ერთად შეიქმნა კრატერი მაკაპაჰი. კალდერის ირგვლივ კონცენტრულად არის განლაგებული რგოლისებრი ჰორსტები და გრაბენები. მისი ცენტრალური ნაწილი აზევებულია. ნამარხი ფლატეების სიმაღლეა 400 მ. კალდერიდან ვულკანის ფერდობებისაკენ გადაჭიმულია ორი რიფტული ზონა; სამხრეთ-აღმოსავლური 55 კმ სიგრძის ზონა კუმუკაჰის კონცხს აღწევს, რომელზედაც ათობით კონუსი და კრატერია. გრძელდება ოკეანის ფსკერზე აზიდული პუნის ზვინულის სახით. მეორე როფტული ზონა ვრცელდება სამხრეთ-დასავლეთისაკენ კალდერიდან ნაპირამდე.

კილაუეა
კილაუეა
კილაუეა
კოორდინატები: 19°25′16″ ჩ. გ. 155°17′12″ დ. გ. / 19.42111° ჩ. გ. 155.28667° დ. გ. / 19.42111; -155.28667
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სიმაღლე 1247 
ტიპი ფარისებრი ვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 1983 (გრძელდება)
კილაუეა — ჰავაი
კილაუეა

კილაუეა უწყვეტად იფრქვევა. უკანასკნელი მნიშვნელოვანი ამოფრქვევები მოხდა 1952, 1954 და 1955 წლებში. ლავური ქერქის ნაპრალებიდან იჭრება ძირითადი შედგენილობის თხევადი ლავის შადრევნები. არის ვულკანოლოგიური სადგური და გეოფიზიკური ობსერვატორია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება