კიი, შჩეკი და ხორივი

კიი, შჩეკი და ხორივი (უკრ. Кий, Щек, Хорив) – სამი ძმა, XI-XII საუკუნეებში რუსულ მატიანეებში დაცული გადმოცემით, პოლიანების ტომის მთავრები. დააარსეს 3 დასახლება, რომლებიც საფუძვლად დაედო ქალაქ კიევს. არქეოლოგიური მონაცემები ადასტურებენ კიევის რამდენიმე დასახლებიდან წარმოშობას. მათთან ერთად ხშირად მოიხსენიებენ მათ დას, ლიბიდს[1].

კიი, შჩეკი, ხორივი და ლიბიდი (ილუსტრაცია XV საუკუნის სლავური ხელნაწერიდან)

ლიტერატურა

რედაქტირება