გიორგი (კიაზო) გიორგის ძე ერისთავი (დ. 11 ნოემბერი, 1824, სოფ. ქისტაური, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი, — გ. 19 დეკემბერი, 1909, იქვე) — თავადი, არაგვის ერისთავთა საგვარეულოდან, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1889).

დაიბადა გიორგი ერისთავისა და ნინო ანდრონიკაშვილის (მალხაზ ანდრონიკაშვილის ასული) ოჯახში. სამხედრო სამსახურში იყო 1846 წლიდან. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853–1856) როგორც გურიის რაზმის ოფიცერი, 1858 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. 1870 წლიდან მეთაურობდა თერგის კაზაკთა ჯარის მოზდოკის პოლკს. იმავე წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში. ქისტაურის მამულში ჰქონდა ცნობილი ღვინის მარანი. დაქორწინებული იყო სამჯერ: 1. ნინო თავად ლუარსაბ სუმბათაშვილის ასულზე, 2. თინათინ (თიკო), თავად ალექსანდრე ჩოლოყაშვილის ასულზე (1855) და 3. ანა თავად ელიზბარ ქსნის ერისთავის ასულზე (1878). ჰყავდა 10 შვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება