კლიმენტ-ვოროშილოვი (ტანკი)

(გადამისამართდა გვერდიდან კვ-2)

ტანკი კლიმენტ-ვოროშილოვი (კავე) — საბჭოთა მძიმე ტანკი. კლიმენტ ვოროშილოვი იყო საბჭოთა მარშალი, სწორედ ამ ადამიანის პატივსაცემად დაერქვა ტანკს სახელი, რომელსაც შემოკლებით „კავე“-ს ეძახდნენ. პირველი საცდელი ნიმუში დამზადდა 1939 წლის აგვისტოში. ტანკი გამოირჩეოდა ძალიან სქელი ჯავშნით, რომლის გახვრეტა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ომის დასაწყისში Panzer III-ს და Panzer IV-ს ეყენა ,,3.7 cm KwK 36" და ,,7.5 cm KwK 37" ქვემეხები, სანამ ახალი უფრო ძლიერი ქვემეხების წარმოება არ დაიწყო გერმანიამ, მანამდე ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა „კავე“-ს განადგურება. „კავე“-მდე თითქმის საერთოდ არ იყო სერიულად ნაწარმოები მძიმე ტანკი, თუ არ ჩავთვლით ფრანგულ „შარ-ბე1-ბის“ (Char B1bis)-ს.

KV-1

კლიმენტ-ვოროშილოვი
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 47,5 - 52
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 5 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1939—1943
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1939 - 1945
ძირითადი ოპერატორები საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 3,32
სიმაღლე, მმ 2,71
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი ფოლადი
კორპუსის შუბლი, მმ/გრად. 75 მმ
კორპუსის სახურავი, მმ 30 მმ
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 76, 2 მმ
ქვემეხის ტიპი ელ-11, შემდეგ ეფ-32
ტყვიამფრქვევები 3× ან 4× DT
მობილურობა
ძრავის ტიპი 12 ცილინდრიანი დიზელის ვე-2კა
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 500
საკიდრის ტიპი ტორსიონული
აღმართზე გამავლობა, გრად. 36 გრად.
კედლის გადალახვა, მ 0,87
თხრილის გადალახვა, მ 2,7

მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა ამჯობინა გამოეშვა და აქცენტი გაეკეთებინა საშუალო „ტე-34“ T-34-ზე, რომლის წარმოება ბევრად იაფი ჯდებოდა ვიდრე „კავე“, ხოლო ეფექტურობით კი ორივე გამოირჩეოდა. 1941 წლის 22 ივნისისთვის სსრკ-ს ჰქონდა 26 ათასამდე ტანკი, მათ შორის 1400 „ტე-34“ და 711 „კავე-1“ და „კავე-2“.

შექმნის ისტორია

რედაქტირება

ხუთკოშკურიან სამ ქვემეხიან T-35 - ის არასასურველმა შედეგმა ნათლად აჩვენა, რომ ის სასწრაფოდ საჭიროებდა ჩანაცვლებას, ოღონდ არა ისევ 2 ლულიანი ტანკით, არამედ ჩვეულებრივი 1 კოშკურიანით, რომელიც მის მსგავსად მძიმე ტანკი იქნებოდა.

1930-იანი წლების ინჟინერთა აზრით ტანკს უნდა ჰქონოდა ძალიან ძლიერი ქვემეხი და ასევე ძლიერი ჯავშანი, თუმცა ძალიან დაბალი სიმარდე. ტანკი, ზოგადად, უნდა მორგებულიყო საბჭოთა ტაქტიკას, რომელიც ძლიერი დაცვის გარღვევას გულისხმობდა,თუმცა ესპანეთის სამოქალაქო ომში ნათლად გამოჩნდა, რომ მსუბუქი ტანკები, მართალია სწრაფი იყო, მაგრამ სუსტად შეჯავშნული. სწორედ ამის გამო საჭირო იყო ისეთი ტანკის შექმნა, რომელიც იქნებოდა საშუალო სიჩქარის მქონე და ასევე კარგად შეჯავშნული, თუმცა ასეთი ტანკი საბჭოთა ინჟინრებმა ვერ შექმნეს.

ზამთრის ომის დროს საბჭოთა ჯარებმა შეიყვანეს მძიმე ტანკები ესემკა, ასევე კავე და ტე-100 , ეს ტანკები ყველა საცდელი ვარიანტები იყო და აინტერესებდათ თუ როგორ იბრძოლებდნენ 2 კოშკურიანი ტანკები (ესემკა,ტე-100). კავე-ს აფეთქება ძალიან უჭირდათ მოწინააღმდეგის გამანადგურებელ 37 მმ ქვემეხებს, რადგან მას ძალიან სქელი ჯავშანი ჰქონდა ,სულ მალე 76,2 მმ ქვემეხის მაგივრად ზოგიერთ ტანკს დაუყენეს ახალი დიდი კოშკურა 152მმ ქვემეხით და დაარქვეს "კავე-2" .

47,5 ტონიანი "კავე" საკმაოდ კარგ ტანკს წარმოადგენდა წონის მხრივ, რადგან შემდგომში აგებული იგივე კლასის ნაცისტური ტანკები ბევრად მძიმე იყო. ასევე ის ძალიან კარგად იყო დაჯავშნული 1940-42 წლებში რის გამოც 37-47 მმ ქვემეხს უჭირდა მისი განადგურებ.ა ასევე შეიარაღებაც საკმაოდ ძლიერი ჰქონდა (როცა ნაცისტებმა TIGER - გამოუშვეს უკვე მის ჯავშანს ვერ უმკლავდებოდა ტე-34 - ის ეს-უ-85 - ი რომელთაც ჰქონდათ 76,2მმ და 85მმ ქვემეხები,შესაბამისად ვერც "კავე"-ს 76,2მმ ქვემეხი გაუმკლავდებოდა) და მოქმედების რადიუსიც, რადგან გერმანულ "ტაიგერს" მხოლოდ 150კმს გავლა შეეძლო როდესაც "კავე"-ს 350ის თუმცა მას უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა, მაგალითად ის ძალიან ნელი იყო ასევე ძალიან ცუდი ტრანსმისია და ძრავა ჰქონდა ასევე რთული მისი ტარება იყო.

განვითარება

რედაქტირება

1942 წლისთვის გერმანელებს უკვე დიდი რაოდენობით ჰქონდათ 50 მმ-იანი და 75 მმ-იანი ქვემეხები,ახალ ქვემეხებს უკვე შეეძლოთ "კავე"-ს ფრონტალური ჯავშნის გახვრეტა,გარდა ამისა, კოშკურას ხვრიტავდა MK 101 - ი რომელიც თვითმფრინავ ჰენშელ 129 - ს ეყენა, გარდა ამისა, პრობლემას უკვე KV-1 - ის 76,2 მმ-იანი ქვემეხიც წარმოადგენდა,ზუსტად იგივე ქვემეხს ხმარობდა ბევრად უფრო მარდი, იაფი და პატარა ტე-34, გარდა ამისა, T-34 ბევრად უფრო მარტივი ტანკი და იაფი იყო ვიდრე მძიმე "კავე",1943 წლისთვის კი 76,2 მმ-იანი ქვემეხი თითქმის უსარგებლო გახდა,მიუხედევად კარგი დასაწყისისა ტანკის წარმოება თითქმის შეჩერებული იყო თუმცა მისი მოდერნიზაცია მაინც ხდებოდა. 1943 წლის სექტემბრიდან უკვე გამოსული იყო "კავე"-ს მოდერნიზებული ვარიანტი "კავე-85", მას დაუყენეს ახალი 85მმ ქვემეხი, მაგრამ მას ჰქონდა უფრო თხელი ჯავშანი. მალე როდესაც ქარხნების გადატანა მოხდა ურალის მიღმა მალევე გამოისახა რომ "კავე-2" არ იყო მორგებული თანამედროვე ტაქტიკებს, კერძოდ ტანკი ძალიან არამობილური იყო, ასევე ძალიან ნელა ისროდა და უფრო მეტოქის კარგად დაცული ობიექტების გასანადგურებლად იყო შექმნილი ვიდრე ტანკებისას, 1940-41 წ.წ. სულ 322 ცალი "კავე-2" დამზადდა. დრო გადიოდა და გერმანული იარაღის ძალაც იმატებდა,შესაბამისად ჯავშანიც ვეღარ უძლებდა ჭურვებს, ამის გამო 1940 წელს ძალიან გაუძლიერეს ჯავშანი და კვ-1 1942 წლის მოდელი ეწოდა რომელსაც გერმანელები KV-1C-ს ეძახდნენ, ტანკს კარგი ჯავშანი ჰქონდა თუმცა ძრავას ძალიან უჭირდა და კიდევ უფრო არამარდი და მოუქნელი გახდა, გარდა ამისა, თითქმის არ იყო განსხვავება ტე-34ის შეიარაღებასა და ახალ მოდერნიზაციას შორის, ამას კი ძალიან უჩივოდნენ საბჭოთა ტანკისტები, მალევე გამოვიდა ახალი KV-1S (კავე-1ეს),ძველისგან განსხვავებით მას შედარებით ვიწრო და შესუსტებული ჯავშანი ჰქონდა, გარდა ამისა, პირველი საბჭოთა მძიმე ტანკი იყო რომლიდანაც მეთაურს შეეძლო მთლიანი გარემოს დანახვა, ამ ტანკმა წარმოშვა კითხვა თუ რატომ უნდა წარმოებულიყო მძიმე ტანკები რომლებიც ვერაფრით ვერ ჯობდნენ "ტე-34"-ს. .სულ 1239 ცალი "კავე-1ეს" და 137 ცალი "კავე-85" დამზადდა, 1944 წელს კი "კავე"-ები მთლიანად ჩაანაცვლა ახალმა ის-2 - მა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება