ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კვიროს კვასხვაძე (დ. 12 აგვისტო, 1977, ჯუნჯათი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი.

1922 წელს მუშაობა დაიწყო ჯურუყვეთის რვაწლიან სკოლაში მასწავლებლად, ხოლო 1925 წლიდან დმანისის რაიონის სოფელ გომარეთის გლეხი ახალგაზრდობის სკოლაში მასწავლებლად. 1931 წელს რაიონის განათლების განყოფილების მიერ სწავლის გასაგრძელებლად მივლინებულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. 1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით და საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის მიერ გაიგზავნა ლანჩხუთის რაიონის განათლების ინსპექტორად. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით, რომელიც 1939 წელს დაამთავრა და დაინიშნა აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტში ბუნებისმეტყველება-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანად. მუშაობდა აგრეთვე ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში. კითხულობდა ლექციებს ფიზიკურ გეოგრაფიაში. 1948 წლიდან ძირითად სამუშაოდ გადმოდის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრაზე. მისი სადისერტაციო ნაშრომი წარმოადგენს მეცნიერულ გამოკვლევას, რომელიც ეხება შიგამთიანი აჭარის რელიეფს, გეოლოგიურ აგებულებას, ჰავას, მცენარეთა საფარს, ნიადაგებს, ცხოველთა სამყაროს და ადამიანის სამეურნეო საქმიანობას. ავტორია 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა.

1956 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მდინარე აჭარისწყლის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003 გვ. 148

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება