კვირიას ხატი (კვერნაულა)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვირიას ხატი.

კვირიას ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვერნაულაში მთის ტყიან ფერდობზე. აგებულია XX საუკუნეში. ხატი გეგმით ოთხკუთხა, ზემოთკენ შევიწროებული მასიური ნაგებობაა. ნაშენია ნატეხი ქვით. სამხრეთის წახნაგში სწორკუთხა ნიშია, რომლის თავზე აგურის წყობით გამოყვანილი ჯვარია. ნაგებობა დასრულებულია ნახევარწრიული ფორმის სახურავით რომელსაც ლითონის ჯვარი ადგას.

ლიტერატურა

რედაქტირება