კვირეღვთიშვილი კვირაცხოველი, კვირაძალი, ქალთა ხატი — საკულტო ძეგლი დგას ფხელშედან სამხრეთით, კლდეზე. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია.

ხატი შედგება სხვადასხვა დონეზემდგარი ერთმანეთზე მიდგმული ორი ნაგებობისგან. ორივე შენობა თითქმის მთლიანად დანგრეულია. ზედა ნაგებობის კედლებიდან მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ჩრდილოეთ კედელი მომრგვალებული ჰქონია. ქვედა ნაგებობა (ეკლესია) ზედას სამხრეთიდან აკრავს. შენობა გარედან ოთხკუთხა ფორმისაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ზღურბლი გათლილი, მასიური ქვისაა. შესასვლელს გარედან კიბე ჰქონია. შიგნით აღმოსავლეთ კედელი მომრგვალებულია, რომლის ძირში, მთელ სიგრძეზე, ქვის სკამებია მოწყობილი. ჩრდილოეთ კედელში ერთი თახჩაა. ინტერიერში დევს ორი ოთხკუთხა ქვა. მათგან ერთს შუაში ოთხკუთხა ღრმული აქვს. მეორეზე კი რკალია ამოკვეთილი. ხატს შემოვლებული აქვს ბაზალტის ქვით ნაგები გალავანი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის ლდეს. გალავნის შიგნით ხატის სათიბია. კვირეღვთიშვილში ამაღლებას გადიოდნენ მხოლოდ ქალები და ხატს შესთხოვდნენ ჯანმრთელობას, ვაჟიანობას, ოჯახის სიკეთესა და ბედნიერებას.

ლიტერატურა

რედაქტირება