კვეტ კეტუმილე ჯონი მასირე (ინგლ. Ketumile Joni Masire; დ. 23 ივლისი, 1925, კანე, ბოტსვანა — გ. 22 ივნისი, 2017, გაბორონე, ბოტსვანა) — ბოტსვანის მეორე პრეზიდენტი 1980 წლის 13 ივლისიდან 1998 წლის 31 მარტამდე.

კვეტ მასირე

მუშაობდა სკოლის მასწავლებლად. 1962 წელს გახდა ბოტსვანის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1966 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი. მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტი სერეტსე კჰამა გარდაიცვალა, 1980 წლის 18 ივლისს მასირე გახდა პრეზიდენტი. მისი შემცვლელი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გახდა ლენელეტსე სერეტსე. მასირე ძირითადად აგრძელებდა მისი წინამორბედის პოლიტიკას. 1991 წელს დაჯილდოვდა წმინდა მიხეილისა და გიორგის ორდენით და მიენიჭა რაინდის წოდება. 1998 წელს ის გადადგა, რის შედეგადაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ფესტუს მოგაე. კეტუმილე ჯონი მასირე ამის შემდეგ მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ლესოთოში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება