სერეტსე კჰამა (ინგლ. Sir Seretse Khama; დ. 1 ივლისი, 1921, სეროვე — გ. 13 ივლისი, 1980, გაბორონე, ბოტსვანა) — ბოტსვანის სახელმწიფო მოღვაწე და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი 1966-1980 წლებში ბამანგვატოს ტომის ბელადი.

სერეტსე კჰამა
სერეტსე კჰამა
ბოტსვანის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 სექტემბერი, 1966 – 13 ივლისი, 1980
ვიცე-პრეზიდენტი  კეტუმილე ჯონი მასირე
მემკვიდრეკეტუმილე ჯონი მასირე

დაბადებული1 ივლისი, 1921
სეროვე
გარდაცვლილი13 ივლისი, 1980 (59 წლის)
გაბორონე ბოტსვანა
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლერუთ კჰამა

განათლება

რედაქტირება

საუნივერსიტეტო იურიდიული განათლება მიიღო სამხრეთ აფრიკის კავშირში, შემდეგ სწავლა განაგრძო ოქსფორდში (დიდი ბრიტანეთი).

1961-1965 წლებში საკანონმდებლო საბჭოს წევრი და ბეჩუანალენდის აღმასრულებელი საბჭოს ორი აფრიკელი წევრიდან ერთ-ერთი იყო. 1962 წლიდან ბოტსვანის დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გახდა, 1965-1966 წლებში კი ბეჩუანალენდის პრემიერ-მინისტრი იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, 1966 წლის 30 სექტემბრიდან - გარდაცვალებამდე, 1980 წლის 13 ივლისამდე ბოტსვანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.

მისი შვილი იან კჰამა 2008 წლის 1 აპრილს გახდა ბოტსვანის მეოთხე პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ბოტსვანის პრეზიდენტი

19661980
შემდეგი:
კეტუმილე ჯონი მასირე