კვეტა — ისტორიული მხარე ბელუჯისტანის ჩრდილოეთით (პაკისტანის ტერიტორიაზე), სადაც სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლებია აღმოჩენილი. ფართოდ არის ცნობილი ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მიწათმოქმედ ტომთა კულტურა. გათხრებით დადგინდა ადგილობრივი კულტურის თანდათანობითი განვითარება. უძველესი ნამოსახლარები განეკუთვნება ძვ.წ. V-IV ათასწლეულებს. მისთვის დამახასიათებელია კაჟის იარაღი, ნაძერწი კერამიკა, თიხატკეპნილი ნაგებობანი. ცხოველთა მოშინაურებას მოწმობს ცხვრის, თხისა და ხარის ძვლების აღმოჩენა. ძვ.წ. III-II ათასწლეულებში გაჩნდა მორგვზე ნაძერწი კერამიკა. ტერაკოტის ქანდაკებანი, სპილენძის ნაკეთობანი. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო. შეიმჩნევა კავშირი ირანის, სამხრეთ ბელუჯისტანის, ინდოეთისა და შუა აზიის კულტურებთან.

ლიტერატურა

რედაქტირება