კვერცხობი
კვერცხობი — ნასოფლარი მდინარე ჭერათხევის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ნაბახტევის ჩრდილოეთით. ნასოფლარი მოხსენიებულია რამდენიმე ისტორიულ წყაროში, როდესაც IX საუკუნის შუა წლებში არაბთა დამსჯელი ლაშქარი ბუღა თურქის მეთაურობით ქართლში დათარეშობდა, მაშინ:
![]() |
„„და თევდოსი, მეფე აფხაზთა გამოვიდა წინააღმდგომად მისა, და დადგა კვერცხობს, ხოლო ბუღა, ვითრცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თჳისი, და ბაგრატ ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნეს და გააქცივნეს აფხაზნი, და მოსწყა სიმრავლე ურიცხჳ და თევდოსი მეფე წარვიდა მეოტი გზასა დასავლისასა“[1]“
|
აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ ეს დასახლებული ადგილი უნდა ყოფილიყო ქართლში, მაგრამ მან მისი ადგილმდებარეობის გარკვევა ვერ შეძლო.[2]
კუერცხობი XVII საუკუნის ბოლოდან მარტიროზიშვილების სამფლობელო ყოფილა. 1685 წელს გიორგი XI შანშეან მარტიროზიშვილს, სამეფო კარის მდივანს და მის შვილებს უბრუნებს თავის კუთვნილ მიწებს
![]() |
„„შეგიწყალეთ და მოგიბოძეთ ისევ თქვენი მკვიდრი და ნასყიდი სოფელი ნაბახტევი... კვერცხობითა“.[3]“
|
კვერცხობზე მეტი ისტორიული მასალა აღარ მოიპოვება. ამჟამად ნასოფლარის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილია კვერცხობის ეკლესია.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართლის ცხოვრება, I, ს. ყაუჩიშვილის გამოცემა, თბ., 1955 წ.
- ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ. 1965 წ.
- ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, თბ. 1965 წ.
- საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ., 1989 წ.