კენიის საპრეზიდენტო არჩევნები (2007)
კენიის საპრეზიდენტო არჩევნები – საპრეზიდენტო არჩევნები კენიაში, გაიმართა 2007 წლის 27 დეკემბერს. აღნიშნულ არჩევნებს მოჰყვა კენიის კრიზისი, რომლის დროსაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მოქმედი პრეზიდენტი მვაი კიბაკი ნაციონალური ერთობის პარტიიდან (ეთნიკური ჯგუფი კიკუიუ) და რაილა ოდინგა ნარინჯისფერი დემოკრატიული მოძრაობიდან (ეთნიკური ჯგუფი ლუო). კრიზისის პირველ ორ კვირაში დაიღუპა დაახლოებით 700 ადამიანი, მ. კიბაკიმ მხარდაჭერისათვის მიმართა უგანდის ხელისუფლებას. 29 იანვარს 3 სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა კიკუიუს ეთნიკური ჯგუფი ქ. ნაივაშაში, რომლებიც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ლუის ეროვნული უმცირესობის ევაკუაციისათვის. სხვადასხვა მონაცემებით სულ დაიღუპა 1000–2500 ადამიანი.
‹ 2002 2012 › | ||||
კენიის საპრეზიდენტო არჩევნები | ||||
27 დეკემბერი, 2007 | ||||
პრეზ. კანდიდატი | მვაი კიბაკი | რაილა ოდინგა | ||
პარტია | PNU | ODM | ||
მოსახლეობა | 4,578,034 | 4,352,993 | ||
პროცენტი | 46.4% | 44.1% | ||
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა. ლურჯი, შტატები, სადაც კიბაკმა გაიმარჯვა. ყვითელი, შტატები, სადაც ოდინგამ გაიმარჯვა. | ||||
მოქმედი პრეზიდენტი | არჩეული პრეზიდენტი | |||
მვაი კიბაკი PNU |
მვაი კიბაკი PNU |
2008 წლის 17 აპრილს კონფლიქტი დარეგულირდა ეროვნული ერთიანობის კოალიციური მთავრობის შექმნით, რომელსაც სათავეში ჩაუდგა რაილა ოდინგა. პრეზიდენტის პოსტი კი შეინარჩუნა მვაი კიბაკიმ.