კენგ-ტანის ეროვნული პარკი

კენგ-ტანის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, უბონრატჩათანის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე მუნზე. იგი 1981 წლის 13 ივლისს დაარსდა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის დაცული ტერიტორიების II კატეგორიას მიეკუთვნება.[1][2]

კენგ-ტანის ეროვნული პარკი

อุทยานแห่งชาติแก่งตะนะ

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა უბონრატჩათანის პროვინცია
ქვეყანა ტაილანდი
კოორდინატები (გამოიყენეთ 15°17′50″ ჩ. გ. 105°28′25″ ა. გ. / 15.29722° ჩ. გ. 105.47361° ა. გ. / 15.29722; 105.47361
ფართობი 80 კმ²
დაარსდა 1981
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების, გარეული ცხოველებისა და მცენარეების კონსერვაციის დეპარტამენტი

გეოგრაფია

რედაქტირება

პარკის ფართობი 80 კმ²-ია. დიდი ნაწილი მთიანია და ძირითადად მდინარეები: მუნი და ქჰონგი ასაზრდოებენ. ზღვის დონიდან საშუალო სიმაღლე 200 მეტრია. პარქი ხასიათდება პლატოებითა და გლუვი ბორცვებით. პარკის უმაღლესი წერტილია ბენ ტადი, რომელიც ზღვის დონიდან 543 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[1]

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

პარკი უმეტესწილად ფოთლოვანი ტყეებითაა დაფარული. ხარობს ჯუჯა Shorea obtusa, Shorea siamensis და Dipterocarpus obtusifollus. ალაგ-ალაგ მშრალი მარადმწვანე ტყეებიც გვხვდება. პარკის დიდი ნაწილს Eugenia cumini, Pterocarpus macrocarpus, Xylia kerril, ბამბუკი და ბალახი იკავებს. გარეული ცხოველებიდან გვხვდება: გარეული ღორები, მყვირალა ირემი, ცივეტი, მაკაკა, გიბონი და სხვ.[1]

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
  • დონ-ტანა (ดอนตะนะ) — 700 მეტრის სიგრძისა და 450 მეტრის სიგანის კუნძული მდინარე მუნის შუაგულში.
  • კენგ-ტანა (แก่งตะนะ) — მდინარე მუნის უდიდესი ტალღები. მოქცევებს შორის პერიოდში ქვიშაქვის დიდი კლდე მდინარეს ორ დინებად ჰყოფს.
  • თამ-ფრა ან თამ-ფუ-მა-ნაი (ถ้ำพระหรือถ้ำภูหมาไน) — VII-VIII საუკუნეებით დათარიღებული ქვაზე ამოკვეთილი ნიმუშები. ამჟამად ორიგინალი ქვის წარწერები ეროვნულ მუზეუმში ინახება.
  • ნამტოკ-რაკ-საი (เส้นทางศึกษาธรรมชาติน้ำตกรากไทร) — პარკის შტაბ-ბინიდან მდინარე მუნამდე მიმავალი 500 მეტრიანი ბილიკი კლდეზე.
  • მამტოკ-ტატ-ტონი (น้ำตกตาดโตน) — ჩანჩქერი პარკის ტერიტორიაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Kaeng Tana National Park. Department of National Parks (Thailand). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2015. ციტირების თარიღი: 16 November 2015.
  2. Wikramanayake, Eric D. (2002). Terrestrial ecoregions of the Indo-Pacific: a conservation assessment. Island Press. ISBN 978-1-55963-923-1. ციტირების თარიღი: October 1, 2011.