კენგ-კრუნგის ეროვნული პარკი
კენგ-კრუნგის ეროვნული პარკი (ტაი. แก่งกรุง) — ეროვნული პარკი სამხრეთ ტაილანდში. მოიცავს ტყეებით დაფარულ 541 კმ² ტერიტორიას ფუქეთის მთიანეთში. ეროვნული პარკის სტატუსი 1991 წლის 4 დეკემბერს მიენიჭა.[1]
კენგ-კრუნგის ეროვნული პარკი
แก่งกรุง | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | სურათ-თჰანის პროვინცია, ტაილანდი |
ქვეყანა | ტაილანდი |
უახლოესი ქალაქი | სურათ-თჰანი |
კოორდინატები | 9°18′00″ ჩ. გ. 98°52′00″ ა. გ. / 9.30000° ჩ. გ. 98.86667° ა. გ. |
ფართობი | 541 კმ² |
დაარსდა | 1991 |
ეროვნული პარკი სურათ-თჰანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ორ მთიანეთს აერთიანებს, რომლის უმაღლესი წერტილი, კჰაო სანგი ზღვის დონიდან 849 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ჩრდილოეთ ნაწილს მდინარეები კჰლონგ სა და ლანგ სუანი ასაზროდებენ, ხოლო სამხრეთ ნაწილს - კჰლონგ იანი და ფუმ დუანგი. პარკში სპილოები, დათვები, მალაიური ტაპირები, ვეფხვები, მაიმუნების რამდენიმე და ფრინველების მრავალი სახეობა ბინადრობს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „พระราชกฤษฎีกากำหนดบริเวณที่ดินป่าท่าชนะ ในท้องที่ตำบลคันธุลี ตำบลคลองพา ตำบลสมอทอง ตำบลประสงค์ อำเภอท่าชนะ ตำบลปากหมาก อำเภอไชยา ตำบลปากฉลุย อำเภอท่าฉาง และตำบลตะกุกเหนือ อำเภอคีรีรัฐนิคม จังหวัดสุราษฎร์ธานี ให้เป็นอุทยานแห่งชาติ พ.ศ. ๒๕๓๔“ (PDF). Royal Gazette (Thai). 108 (211 ก ฉบับพิเศษ): 48–51. 1991-12-04.