კემბრიის მთები
კემბრიის მთები, უელსის მასივი (ინგლ. Cambrian Mountains) — მთები დიდ ბრიტანეთში, უჭირავს უელსის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, სიმაღლე 752 მ-მდე (მთა პლაინლიმონი). აგებულია ძირითადად ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. განიერი და ღრმა ხეობებით დაყოფილია ცალკეულ ზეგნებად, რომლებზეც აღმართულია ჭიუხები. მდინარეთა ქსელი ხშირია. ბევრია პატარა ტბა. 400-600 მ-მდე ფართოფოთლოვანი ტყეა, უფრო მაღლა — მანანიანი და ტორფნარი. კემბრიის მთებში აღწერეს პირველად კამბრიული სისტემის ნალექები.
კემბრიის მთები | |
---|---|
კოორდინატები: 52°25′ ჩ. გ. 3°30′ დ. გ. / 52.417° ჩ. გ. 3.500° დ. გ. | |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
ტერიტორიული ერთეული | უელსი |
უმაღლესი წერტილი | პლაინლიმონი |
სიმაღლე | 752 მ |
სიგრძე | 150 კმ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 464.