კელასური (მთა)
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში
კელასური — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2576 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებებით. აღმოსავლეთი კალთები ფლატოვანია, დანარჩენი — ციცაბო. ახასიათებს სუბალპური და ალპური მცენარეულობა. გამოყენებულია საზაფხულო საძოვრებად.
კელასური | |
---|---|
კოორდინატები: 43°16′21″ ჩ. გ. 41°11′02″ ა. გ. / 43.27250° ჩ. გ. 41.18389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2576 მ |
ქედი | ბზიფის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- უთმელიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 617.