კეთლინ სიბელიუსი (ინგლ. Kathleen Sebelius); დაბადებით ჯილიანი, (ინგლ. Gilligan; დ. 15 მაისი, 1948) — ამერიკელი პოლიტიკოსი, 2009 წლიდან 2014 წლამდე იყო ამერიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი[1]. მანამდე ორჯერ აირჩიეს არიზონის გუბერნატორად, 2003 წლიდან 2009 წლამდე იყო შტატის ისტორიაში მეორე ქალი გუბერნატორი. არის დემოკრატი გუბერნატორების ასოციაციის საპატიო წევრი (ასოციაციის პირველი ქალი წევრი). 2008 წელს პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვის დროს დემოკრატების რიგებიდან სიტყვით გამოვიდა კონგრესში[2].

კეთლინ სიბელიუსი
Kathleen Sebelius
კეთლინ სიბელიუსი Kathleen Sebelius
აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 აპრილი, 2009 – 9 ივნისი, 2014
პრეზიდენტი  ბარაკ ობამა
წინამორბედიმაიკ ლივიტი
მემკვიდრესილვია მეთიუს ბიორუელი

კანზასის 44-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 იანვარი, 2003 – 28 აპრილი, 2009
წინამორბედიბილ გრეივისი
მემკვიდრემარკ პარკინსონი

კანზასის წარმომადგენელთა პალატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1987 – 9 იანვარი, 1995

დაბადებული15 მაისი, 1948
ცინცინატი, ოჰაიო, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეგარი სიბელიუსი
განათლებავაშინგტონის სამების უნივერსიტეტი, კანზასის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კეთლინ ჯილიანი დაიბადა 1948 წლის 15 მაისს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინციტნატში, კათოლიკურ ოჯახში. დაასრულა ვაშინგტონის სამების უნივერსიტეტი პოლიტოლოგიის ბაკალავრის სტატუსით. მოგვიანებით მან კანზასის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სახელმწიფოებრივი მმართველობის დარგში. 1974 წელს გადავიდა კანზასის შტყატში სადაც რვა წლის განმავლობაში მუშაობდა კანზასის საკანონმდებლო ორგანოში და რვა წელი გუბერნატორად არჩევამდე მუშაობდა დაზღვევის საკითხების კომისრად.

სიბელიუსი არის ოჰაიოს შტატის ყოფილი გუბერნატორის, დემოკრატ ჯონ ჯილიანის შვილი, ამ თვალსაზრისით ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ-ში, როდესაც მამა-ქალიშვილი გახდნენ გუბერნატორები[3].

მისი მეუღლე გარი სიბელიუსი[4] იყო სასამართლოს ფედერალური ჩინოვნიკი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრის, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის, კიტ სიბელიუსის შვილი. მათ ჰყავდათ ორი შვილი. დასვენებისათვის იგი ხშირად სტუმრობდა თავისი ბავშვობის ადგილს, მიჩიგანის შტატის ქალაქ ლელანდს. არის ჯაზის ფანატიკოსი, 2009 წლისათვის მას ჰქონდა ნიუ-ორლეანის ჯაზის ფესტივალზე დასწრების 30-წლიანი უწყვეტი სტაჟი.

სიბელიუსს 1977-1986 წლებში ეკავა სასამართლოს იურისტების კანზასის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორისა და მთავარი ლობისტის თანამდებობა. 1986 წელს იგი პირველად აირჩიეს კანზასის წარმომადგენელთა პალატაში. 1994 წელს დატოვა წარმომადგენელთა პალატა, რათა კენჭი ეყარა დაზღვევის კომისრის თანამდებობაზე და გაკვირვებული იყო პოლიტიკური პროგნოზით, გაიმარჯვა — პირველად 10 წლის განმავლობაში მოიგო დემოკრატმა.

2002 წელს პირველად აირჩიეს გუბერნატორის თანამდებობაზე, ხოლო მისი ხელახალი არჩევა მოხდა 2006 წელს. 2002 წლის გუბერნატორის არჩევნების დროს დაამარცხა რესპუბლიკური პარტიის წევრი ტიმ შლიმბერგერი: სიბელიუსმა მიიღო ამომრჩეველთა ხმების 53 %, ხოლო შლიმბერგერმა — 45 %. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კეთლინ სიბელიუსი შევიდა 20 ყველაზე პოპულარული გუბერნატორის სიაში. 2006 წლის არჩევნებში სიბელიუსმა დაამარცხა რესპუბლიკელი მოწინააღმდეგე ჯიმ ბარნეტი, ამომრჩეველთა ხმები შესაბამისად ასე გადანაწილდა: კეთლინ სიბელიუსი - 57,9 % და ჯიმ ბარნეტი - 40,4 %.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

გარი სიბელიუსი და კეთლინი დაოჯახდნენ 1974 წელს. მათ ჰყავთ ორი შვილი: ნიდი (დ. 1982) და ჯონი (დ. 1985 წ.)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. United States Department of Health and Human Services-Secretary Kathleen Sebelius. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-30. ციტირების თარიღი: 2017-10-04.
  2. „Response to the 2008 State of the Union address“. CNN. 2008-01-29. ციტირების თარიღი: 2010-05-07.
  3. Meet Kathleen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-03-23. ციტირების თარიღი: October 2006.
  4. Magistrate Judge K. Gary Sebelius. U.S. District Court, District of Kansas. U.S. Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-01. ციტირების თარიღი: 2008-05-02.